ჩემი ძმა 4 წელია ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში იმყოფება - თორნიკე მამალაძე
საპატრიარქოსთან მსჯავრდებულ მამა გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე მივიდა. იგი მოითხოვს წმინდა სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი განიხილოს.
მისი თქმით, საგამოძიებო კომისია 3 წლის წინ უნდა შექმნილიყო, თუმცა საპატრიარქოსა და მთავრობას ამ საქმის გამოძიება არ სურს.
„მინდა შევახსენო მათ ის, რომ 3 წლის წინ უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომელიც არ შეიქმნა იმის გამო, რომ ციანიდის საქმე საპატრიარქოსა და მთავრობის მაღალჩინოსნებზე გავა. მათ არ სურთ, რომ შეიქმნას კომისია.
დღევანდელი დღით კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო საზოგადოებასა და სინოდს, რომ ჩემი ძმა 4 წლის განმავლობაში იმყოფება ივანიშვილისა და პატრიარქის ტყვეობაში.
ჩემი ძმის გამოშვება არ აწყობთ იმის გამო, რომ მან ფინანსური და სხვადასხვა დარღვევები აღმოაჩინა საპატრიარქოში და სურდა საკითხი დაეყენებინა წმინდა სინოდზე, თუმცა არ დააყენებინეს“, - აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.
მისი თქმით, პროტესტის გაგრძელებას აპირებს და ამ მიზნით პარლამენტთან კარვის გაშლასაც გეგმავს.