სასტიკი მკვლელობა ახალი წლის ღამეს და 14 წლის შემდეგ აღსრულებული სამართალი - ბათუმში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრაკდებულები პოლიციას ჩაბარდნენ
14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისათვის ძებნილი ორი პირი ბათუმში დააკავეს. ორივე მათგანს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან.
დაკავებულებზე ძებნა 2007 წელს გამოცხადდა.
საზარელი მკვლელობა ახალი წლის ღამეს მოხდა, მათ ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს ძმებ აბაშიძეებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბრალდებულები 14 წელი მიმალვაში საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფებოდნენ. მსჯავრდებულების ადვოკატი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დაუკავშირდნენ და გადაწყვიტეს პოლიციასთან ჩაბარება. უფლებადამცველის თქმით, ისინი ნაწილობრივ აღიარებენ ბრალს, თუმცა ამბობენ, რომ მომხდარი მიზანმიმართული მკვლელობა არ იყო.
წყარო:newposts.ge