"გოგონაზე ბაბუა ძალადობდა, ჩემ შვილს ხელი არ დაუკარებია"- ქობულეთში დაკავებული ბიჭის მშობლები ალაპარაკდნენ
ქობულეთში 14 წლის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებული 24 წლის მამაკაცის მშობლები ტელეკამერების წინ გამოჩნდნენ.
მათი მტკიცებით, არასრულწლოვანზე სინამდვილეში ბაბუა ძალადობდა.
მეტიც, დაკავებულის მამა პოლიციის მხრიდან მუქარაზე ალაპარაკდა.
"იმ დონზე მიიყვანეს, რომ გარდაიცვალა. პოლიციის უფოსი ამოდის აქ, ჩემს ბავშვს იჭერენ და მეუბნება, რომ შენ ამ საქმის მერე უნდა ასახლდე აქედან. მემუქრება",- აცხადებს დაკავებულის მამა, იაშა ტაკიძე.
"ჩემს შვილს თითი არ აქვს დაკარებული. არასწორი ინფორმაციაა. ბაბუა ყოფილა ნაციხარი. სისტემატურად ძალადობდა. გოგო შველას ითხოვდა, მიშველე მეგობაროო"- განაცხადა დაკავებულის დედამ.
ქობულეთში დატრიალებულმა შემზარავმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა - 14 წლის გოგონა საკუთარი სახლის ეზოში ბაბუამ ხეზე ჩამომხვალი ნახა.
მამაკაცის მტკიცებით, მოზარდი რამდენიმე თვის წინ, 23 წლის ბიჭმა გააუპატიურა. ბრალდებული კი მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო.