თეგებით ძიება

ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე 6 პირი დააკავეს

ქუთაისში, მერიასთან მიმდინარე აქციაზე 6 ადამიანი დააკავეს. ინფორმაცია შსს-ში დაადასტურეს.

ცოტა ხნის წინ ქუთაისის მერიასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები მერთან შეხვედრას ითხოვდნენ და უწყების შენობაში შესვლას აპირებდნენ, პოლიციამ კი ამის ნება არ მისცა.

ჟურნალისტებთან საუბრისას აქტივისტები ამბობენ, რომ მერიისა და მუნიციპალიტეტების სხვა მაღალჩინოსნების მიერ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას აპროტესტებენ, მათ შორის, პირადი მიზნებისთვის.

შსს ამბობს, რომ 6 ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გარეკანი ფოტო: ქუთაისიპოსტი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა