გულისთვის სასარგებლო პროდუქტები
გულისთვის სულაც არ არის სულერთი, რას მიირთმევთ. მას ძალიან უყვარს ვიტამინები (განსაკუთრებით - ბ ჯგუფისა, რომლებიც დადებითად მოქმედებს ლიპიდების ცვლაზე, ასკორბინის მჟავა (ც ვიტამინი) და ვიტამინი პ, რომელიც სისხლძარღვის კედლის გამავლობას აწესრიგებს).
მოდით, გავიგოთ რა პროდუქტები შეიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ვიტამინებს და რა უნდა მივირთვათ გულის სიჯანსაღისთვის.
ზღვის თევზი, კალმარები, კრევეტები და ზღვის სხვა პროდუქტები;
კარტოფილი;
გოგრა;
ზღვის კომბოსტო;
შავი ქლიავი, ქიშმიში და ჭერმის ჩირი (კურაგა);
ასკილი;
შავი და წითელი მოცხარი;
ოხრახუში;
ბანანი;
წიწიბურას, შვრიის, ფეტვისა და ქერის ფაფები;
სოია;
ნუში;
რძის ნაწარმი.