თეგებით ძიება

ასაკობრივი ეტაპების მიხედვით, როგორია ბავშვთა მეტყველების განვითარება

გავიხსენოთ როგორ იწყებს ბავშვი მეტყველებას. მსგავსი სტანდარტები გვეხმარება, რომ მიმართულება მოგვცეს თუ რაზე გავამახვილოთ ყურადღება გარკვეულ ასაკში.

"განმავითარებელი აქტივობების" გუნდი ბავშვებში მეტყველების განვითარების შესახებ საინტერესო სტატიას გვთავაზობს და ბავშვთა ასაკის მიხედვით, განვითარების ეტაპებს ასახელებს.

მეტყველების განვითარება ასაკობრივი ეტაპების მიხედვით:

ასაკობრივი ეტაპების მიხედვით, როგორია ბავშვთა მეტყველების განვითარება


0-6 თვე
ლუღლუღი რომელიც გამოწვეულია სხვა ადამიანების მოძრაობის ან მისივე მოძრაობისგან მიღებული სიხარულისგან.

6-12 თვე
ლუღლუღი (ბგერები, მარცვლები), რომელიც გამოწვეულია ხმის (ბგერების) ჟღერადობით მიღებული სიხარულით.

12-18 თვე
პირველი გააზრებული სიტყვები-ესმის მარტივი ინსტრუქციები, ამბობს მარტივ სიტყვებს და ცდილობს საგნების დასახელებას (შესაძლოა სიტყვები იყოს არასრული ან მიმსგავსებული, მაგ. ტედი-მტრედი, ბაა-ბურთი). ასევე ზოგიერთი ბავშვი არქმევს საგნებს თავისებურ სახელებს. მაგ. მიმი - მწყურია, ადი - მომეცი და ა.შ

18-24 თვე
აერთიანებს ორ, სამ სიტყვიან წინადადებებს - ესმის მარტივი შეკითხვები და დავალებები, თუნდაც მოცემული საგნები არ იყოს თვალთახედვის არეში. ახერხებს ორ და სამ სიტყვიანი მარტივი წინადადებების შედგენას. იწყებს სურვილის გამოხატვას (ბურთი მინდა, წყალი მინდა).პირველი შეკითხვა, რომელსაც ამ დროს სვამს არის - რა?

24-30 თვე
ლაპარაკობს მრავალ სიტყვიანი ჩამოუყალიბებელი წინადადებებით - ესმის შეკითხვები და შეუძლია პასუხის გაცემა. ჯერ კიდევ შეცდომით წარმოთქვამს ზოგიერთ ბგერას, რთულ ბგერებსა და ბგერების შეთანხმებებს მარტივით ცვლის ან ტოვებს. სვამს კითხვას - რატომ? თავის თავს უწოდებს - მეს.



30-36 თვე
სიტყვათა მარაგი მოიცავს დაახლოებით 800 სიტყვას - მისი საუბარი უკვე კარგად ესმით უცხო ადამიანებსაც. იყენებს თანდებულებს, ნაცვალსახელებს, ზედსართავ სახელებს, ადგენს წარსული დროის ფორმებს. მისი გამოყენებული ზმნები უფრო უკეთესად ეწყობა არსებით სახელს. მისი საყვარელი შეკითხვაა - რატომ?

4 წელი
აქტიურად მონაწილეობს საუბრებში - ხვდება, იგებს რთულ წინადადებებს, ესმის, იგებს ამბებს, მოკლე მოთხრობებს. სვამს კითხვებს - რატომ? რისთვის? საიდან? საით? ეს როგორ ხდება? წარმოთქვამს ყველა ბგერას სწორად (გამონაკლისია შ, რ, ს და ზოგიერთი თანხმოვნის კავშირი). შეუძლია სწორად წარმოთქვას ორი შეერთებული თანხმოვანი.
ხვდება, იგებს, იყენებს აბსტრაქტულ ცნებებს - დრო, გრძნობები, თვისებები...

5 წელი
სწორად აგებს წინადადებებს, მიყვება საუბარს - გამოთქვამს ყველა ბგერას სწორად (გამონაკლისია შ). სიტყვათა მარაგს უმატებს ახალ აბსტრაქტულ ცნებებს - საშიში, მხიარული, დაძაბული, გაბედული...
პატარა წინადადებას ძირითადად სწორად აგებს, ხანდახან მერყეობს კომპლექსური (რთული) წინადადების აგებისას.
შეუძლია მოყვეს განვლილი მოვლენა მსმენელისათვის გასაგებად.
იყენებს შეკითხვებს - რისკენ? რისთვის? საითკენ? საიდან? როგორ?
მეტყველებს გაბმულად, თუმცა ზოგიერთ ბავშვს ჯერ კიდევ აღენიშნება წყვეტილი მეტყველება. წყვეტილი მეტყველებისას ბავშვები იმეორებენ საკუთარ ფრაზებს რამდენჯერმე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა