თეგებით ძიება

რა იწვევს დეჟა ვიუს შეგრძნებას - რა დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები

Print
შეგრძნება თითქოს რაც ახლა ხდება ან რასაც განიცდით, ადრე უკვე იყო, მაგრამ ამავდროულად ზუსტად იცით, რომ შეუძლებელია ასე ყოფილიყო, არის დეჟა ვიუ.

ბიბისიმ მოამზადა სტატია, თუ რა იწვევს დეჟავუს და რამდენ ხანს შეიძლება ის გაგრძელდეს?

მოგზაურობა ახდენს დეჟა ვიუს პროვოცირებას. ყველაზე ხშირად ის კონკრეტულ ადგილებთან არის დაკავშირებული, რომლებიც თითქოს ჩვენ გვეცნობა, იმის მიუხედავად, რომ იქ შეიძლება მანამდე არასდროს ვყოფილიყავით. კვლევები აჩვენებს, რომ რაც უფრო მეტს მოგზაურობს ადამიანი, მით უფრო ხშირად აქვს დეჟა ვიუ.

დეჟა ვიუს შეგრძნება ყველაზე ხშირად ახალგაზრდობისას ჩნდება, თუმცა როგორც წესი, არაუმეტეს თვეში ერთხელ. 40-50 წლის ასაკისთვის დეჟა ვიუს სიხშირე საგრძნობლად მცირდება. 60 წლიდან კი ადამიანებს ეს შეგრძნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ თუ გაუჩნდებათ.

იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება, რომ დეჟა ვიუ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში აქვს. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა. ერთი ადამიანის მაგალითზე, გაირკვა, რომ ხანგრძლივი დეჟა ვიუ ეპილეფსიის ერთ-ერთ სახეობასთან იყო დაკავშირებული.

სპეციალისტების ვარაუდით, დეჟა ვიუ მუშაობის პროცესში მეხსიერების მუშაობას აფერხებს. ტვინს აბნევს და ვეღარ არჩევს მიმდინარე ამბავს თუ წარსულ მოგონებას.

დეჟა ვიუსგან თავის დახსნაში ჩვენივე ტვინი გვეხმარება, რომელიც უმალ იწყებს ფაქტების გადამოწმებას. ამ შეგრძნების გამო ადამიანებს შეიძლება მოეჩვენოთ, რომ მათ მომავლის განჭვრეტა შეუძლიათ.

დეჟა ვიუს ანტონიმი ჟამე ვიუა და ის სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს. ამ დროს ნაცნობ გარემოსა თუ ადამიანის შესახებ ჩნდება განცდა, რომ მას საერთოდ არ იცნობთ.

ტერმინ დეჟა ვიუს ავტორი ფსიქოლოგი ემილ ბუარაკია, რომელმაც ეს ფენომენი პირველად 1876 წელს ფრანგულ სამეცნიერო ჟურნალ Revue Philosophique-ში გამოქვეყნებულ წერილში აღწერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა