თეგებით ძიება

როდის დაუბრუნდებიან სტუდენტები აუდიტორიებს? - რას ამბობს მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატის, მიხეილ ჩხენკელის განცახდებით, როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სტუდენტები აუდიტოერიებს დაუბრუნდებიან.

პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას როგორც ჩხენკელმა დისტანციური სწავლების მხარდაჭერის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებასაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, ზოგადი განათლების შესახებ კანონმა დისტანციური სწავლება განათლების ერთ-ერთ ფორმად აღიარა და 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებამდე დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი.

მინისტრობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოსა და სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების შენარჩუნების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის მოსწავლეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარი პრიორიტეტია.

"მთელი საქართველოს მასშტაბით მოსწავლეები ჩვეულ გარემოს - საკლასო ოთხს დაუბრუნდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო. სკოლებში კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, გრძელდება მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ.

პანდემიის პირობებში, უმაღლესი განათლების მიმართულებით გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ახორციელებდნენ, ძირითადად, დისტანციურ ფორმატში. რასაკვირველია, სასწავლო პროცესისათვის ბუნებრივი გარემო არის აუდიტორია. როგორც კი ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სტუდენტები უნივერსიტეტში დაბრუნდებიან.

სამინისტრო და მის დაქვემდებარებაში მყოფი უწყებები ინოვაციურად მიუდგნენ კულტურული ღონისძიებების საზოგადოებასთან მიტანის საკითხს და ისინი ვირტუალურ და ღია სივრცეებში გადაიტანეს.

შემუშავდა კანონპროექტი ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ყოველწლიურად იზრდება სპორტის სხვადახვა სახეობაში საერთაშორისო ტურნირებში მოპოვებული მედლების რაოდენობა,"- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

პარლამენტში 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მინისტრებს უსმენენ. დეპუტატებს სამთავრობო პროგრამა უკვე წარუდგინეს ეკატერინე ტიკარაძემ და მიხეილ ჩხენკელმა. უწყების ხელმძღვანელებმა საკუთარ გამოსვლაში აქცენტი გააკეთეს პანდემიის შედეგად არსებულ ვითარებაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა