დღეს ზურა დოიჯაშვილს საქართველოში ჩამოასვენებენ
მომღერალ ზურა დოიჯაშვილს ისრაელიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენებენ.
მომღერლის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 23 თებერვალს ნიშნიანიძის 19-ში 17:00 საათიდან, ხოლო 24 თებერვალს ანჩისხატის ტაძარში 15:00 საათიდან. გამოსვენება 25 თებერვალს ანჩისხატის ტაძრიდან 14:00 სთ-ზე.
ზურა დოიჯაშვილი 14 თებერვალს გარდაიცვალა. მომღერალი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.