თეგებით ძიება

ჯანჯაფილი - სამკურნალო მცენარის დადებითი და უარყოფითი თვისებები

ეს ღია ყავისფერი ფესვი ყველა სახის ინდურ კერძში გამოიყენება და ამას თავისი მიზეზები აქვს - ჯანჯაფილი აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს მეხსიერებას, ასევე ააქტიურებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას.

ჯანჯაფილის ზეთი კარგი იმუნოსტიმულატორია, ამიტომ მას ხშირად იყენებენ გაციების, ბრონქებისა და ფილტვების დაავადებების დროს.

ჯანჯაფილი შესანიშნავი საშუალებაა კანისა და ალერგიული დაავადებების, მათ შორის ბრონქული ასთმის დროს. ჯანჯაფილი ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების აქტივობას, ებრძვის მეტეორიზმსა და კუჭის სპაზმებს.

ჯანჯაფილს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები. შესაბამისად, ის დადებითად მოქმედებს ანთებითი პროცესებით გამოწვეული დაავადებების პრევენციაში, როგორებიცაა, დიაბეტი, გულის დაავადებები, სიმსივნეები, ართრიტი და ალცჰაიმერი.

გარდა აღნიშნულისა, აღსანიშნავია ჯანჯაფილის როლი სხვადასხვა დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის დროს, ესენია:

წელის ტკივილი
ზურგზე ჯანჯაფილი კომპრესი ტკივილგამაყუჩებლებზე არანაკლებ ეფექტურია. ამასთან, ის არ იწვევს ალერგიულ რეაქციებსა და კანის გაღიზიანებას, რაც ხშირად ხდება მალამოების გამოყენების შედეგად. კომპრესის მოსამზადებლად აიღეთ 2 ს.კ. გახეხილი ჯანჯაფილი ან ჯანჯაფილის ფხვნილი, 1 ჩ.კ. კურკუმა და 1/2 ჩ.კ. დაფქვილი მწარე წიწაკა, აურიეთ ცოტაოდენ თბილ წყალში. ეს ნაზავი გაათბეთ, წაუსვით ბამბის ქსოვილზე, დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე და დაიმაგრეთ. იგივე რეცეპტით დამზადებული მალამო სახსრების ტკივილის დროსაც ეფექტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში, წყალი ცხელი მცენარეული ზეთით უნდა ჩაანაცვლოთ.

ჯანჯაფილის აბაზანა
კუნთების დაღლილობისა და ტკივილის დროს სასურველია ჯანჯაფილის აბაზანა. 2-3 ს/კ ჯანჯაფილის ფხვნილი 1 ლიტრ წყალში, 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. მიღებული ნაყენი ჩაასხით აბაზანაში და ჩაწექით. ასეთი აბაზანა კუნთების ტკივილს ამშვიდებს და ამსუბუქებს.

გაციება
გაციების დროს ჯანჯაფილის ჩაი ლიმონით და თაფლით ძალიან ეფექტურია. სველი ხველის დროს, შეიძლება დარიჩინის დამატება. ჯანჯაფილი ჩაი ფიზიკური ან ფსიქიკური დაღლილობის შესანიშნავი წამალია. ის სტრესული სიტუაციების გადალახვასა და მძიმე დღის შემდეგ ძალების აღდგენაში ეხმარება.

თავის ტკივილი
შეურიეთ 1/2 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი ცოტაოდენ თბილ წყლთან კრემისმაგვარი მასა რომ მიიღოთ. ეს მასა ტკივილის ადგილის მიხედვით, შუბლზე ან ნესტოებთან წაისვით. წვის შეგრძნება, რომელსაც ამ დროს იგრძნობთ, კანისთვის საშიში არაა.

გასახდომი ჩაი
1 ჩ/კ დაქუცმაცებულ ჯანჯაფილს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1 ჩ/კ თაფლი და ერთი ნაჭერი ლიმონი. ეს სასმელი სამ გემოს - ცხარეს, მჟავეს და ტკბილს მოიცავს და ცხიმეწბის წვისთვის ეფექტურია.

ჯანჯაფილი ფესვი ეთერზეთს შეიცავს, რომლის ძირითადი კომპონენტებია: ჯინჯეროლი და შოგაოლი, პარადოლი და ცინგერონი. ჯანჯაფილი ფიტონუტრიენტების გარდა შეიცავს მცირე რაოდენობით კალიუმს, სპილენძს, მაგნიუმს და C ვიტამინს.

წონის დაკლებისთვის სასურველია 1,5 ლიტრამდე ჩაი მიირთვათ. ჩაის დაყენება უმჯობესია დილას. ჩაასხით სასმელი თერმოსში და თითო ჭიქა მთელი დღის განმავლობაში მიირთვით.

ქოლესტერინის დონის დარეგულირება
ჯანჯაფილი მონაწილეობს ე.წ. „ცუდი“ ქოლესტერინის დონის დარეგულირებაში. სასურველია დღეში 2-3 ჭიქა, ახალი ჯანჯაფილისგან დამზადებული ჩაის დალევა.

უკუჩვენებები:
ისეთ ძლიერ სამკურნალო საშუალებას, როგორიც ჯანჯაფილია, რამდენიმე უკუჩვენება აქვს. მისი მიღება არასასურველია წყლულების, კოლიტის და ნაწლავების დაავადებების დროს, ასევე ორსული და მეძუძური ქალებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა