ვისთვის არის კატეგორიულად აკრძალული მზესუმზირას ზეთის გამოყენება?
მზესუმზირის ზეთი - ცხიმი, რომელსაც საკვების მომზადების დროს ყველაზე ხშირად ვიყენებთ. მისი პოპულარობა ფართო გავრცელებითა და ხელმისაწვდომი ფასით არის გამოწვეული, მაგრამ ფაქტები გვაიძულებს ვაღიაროთ, რომ ამ საკვები ცხიმის მნიშვნელობა არა მხოლოდ გადაჭარბებულია, არამედ ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის საზიანოც გახლავთ.
გრანადას უნივერსიტეტის ექსპერტების ხელმძღვანელობით, მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა როგორ მოქმედებს ვირთხების ღვიძლზე მზესუმზირის ზეთის, ზეითუნის ზეთისა და თევზის ქონის ხანგრძლივი მოხმარება.
ტესტების დროს აღმოჩნდა, რომ პირველი, ცივი გამოწურვის შედეწგად მიღებული ზეითუნის ზეთი ყველაზე უსაფრთხოა ღვიძლისთვის, ხოლო მზესუმზირის ზეთი და თევზის ქონი ღვიძლის უჯრედებს შლის და ჟანგავს.
გრანადას უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორი ხოსე ლუის მორალესი განმარტავს: „გამოკვლევებმა დავადგინა, რომ ასაკის მატებასთან ერთად ცხიმი ღვიძლში გროვდება, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ დაგროვილი ცხიმის ტიპი მოხმარებული ზეთის მიხედვით განსხვავდება.
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ვირთხის ღვიძლი ჯანმრთელი და ბუნებრივი გზით ბერდება, ზოგი კი სხვადასხვა დაავადებისკენ არის მიდრეკილი.
„მზესუმზირის ზეთისა და თევზის ქონის ხანგრძლივი მოხმარებით გამოწვეული ცვლილებები ღვიძლს არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის მიმართ მგრძნობიარეს ხდის. ეს არის ძალიან სერიოზული დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციროზი ან კიბო გამიოიწვიოს”, - ამბობს პროფესორი მორალესი.
ექსპერტთა მეორე ჯგუფმა პირველი კლასის სახიფათო ნივთიერება - ბენზოპირინი აღმოაჩინა. ეს კიბოს გამომწვევი კანცეროგენი გახლავთ. მზესუმზირის თესლში შემავალი ბენზოპირენის 95% ზეთში ხვდება. საქმე ისაა, რომ ხშირად, მზესუმზირა გზების გასწვრივ მინდვრებში იზრდება და ზოგჯერ ასფალტზე ინახება.
30 გრადუსზე გახურების შემდეგ ასფალტი ბენზოპირენს ჰაერში გამოყოფს, რომელიც მზესუმზირის თესლში ხვდება. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ თესლში, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ინახება, ბენზოპირენის კონცენტრაცია ისეთ რაოდენობას აღწევს, რომ არავითარი ფილტრაცია და დეოდორიზაცია არ შველის.
თუ რაიმე მიზეზით მზესუმზირის ზეთის გამოყენებაზე უარს ვერ ამბობთ, ეცადეთ თუნდაც ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზმი არ დაიზიანოთ.
ვისთვის არ შეიძლება მზესუმზირას ზეთის მოხმარება?
1. აკრძალულია ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, მაღალი ქოლესტერინის, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
2. აკრძალულია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
3. მზესუმზირის ზეთი ცნობილია ალერგენია. მზესუმზირას, ასევე ქრიზანთემას და გვირილას მიმართ მაღალი მგრძნობელობის მქონე ადამიანები მის გამოყენებას უნდა მოერიდონ.
მზესუმზირის ზეთი
1. ყველაზე მაღალკალორიულია ზეთებს შორის. 1 სუფრის კოვზი შეიცავს 180 კკალ. რაც ნიშნავს, რომ წონასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანებმა მისი მოხმარება მთლიანად უნდა გამოირიცხონ.
როგორ ავიცილოთ თავიდან მზესუმზირას ზეთის მავნე თვისებები?
1. შეიძინეთ მხოლოდ არარაფინირებული, პირველი დაწურვის მცენარეული ზეთი. ასეთ პროდუქტში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა, ვიდრე „მკვდარ“ რაფინირებულში.
2. ეცადეთ კერძების მოსამზადებლად, დღეში მხოლოდ 1 ს.კ. მზესუმზირის ზეთი გამოიყენოთ.
3. მოერიდეთ პროდუქტების მზესუმზირას ზეთში შეწვას! თერმული ზემოქმედების შედეგად ზეთის სასარგებლო თვისებები იკარგება, ხოლო ზეთის განმეორებით გამოყენებისას ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებთ. ამ დროს წარმოიქმნება საშიში კანცეროგენები, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს განვითარებას.
4. გადაყარეთ ძველი ტაფები, რომლებიც ზეთის გარეშე პროდუქტებს იკრავენ და ახლები შეიძინეთ. ტეფლონით დაფარული ტაფა საშუალებას მოგცემთ, რომ საკვები ზეთის გარეშე შეწვათ- ეს ორგანიზმისთვის უსაფრთხო და ჯანსაღია. ნუ დაზოგავთ ფულს ჯანმრთელობის ხარჯზე!
5. დაავადება უმიზეზოდ არ ჩნდება. მზესუმზირას ზეთის ჭარბი და ყოველდღიურად გამოყენებით თქვენ სერიოზული დაავადებების გამოწვევა შეგიძლიათ.
6. თუ მზესუმზირას არა, მაშინ რა სახის ზეთი უნდა გამოვიყენოთ? ტოქსიკური მზესუმზირის ზეთის ალტერნატივა ზეითუნის ზეთია. ცნობილია, რომ მზესუმზირის თესლი უფრო მეტ A, E და K ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ზეთისხილი. ამასთან, ზეითუნის ზეთის ათვისება უკეთ ხდება ოლეინის მჟავის შემცველობის გამო.