თეგებით ძიება

ლიმონი+სოდა - კომბინაცია, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია შეუძლია!

რა იცით ლიმონის შესახებ? ალბათ ძალიან ბევრი, რადგან ლიმონის სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრჯერ თქმულა და დაწერილა. ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიდნენ, რომ ლიმონის ჩაი გაცივების დროს უებარი წამალია და მართლაც ასე იყო. რა მოხდება, თუ ლიმონის სასარგებლო თვისებებს სოდასთან გავაერთიანებთ? ამ შემთხვევაში შეიძლება სასწაულმოქმედი წამალი მივიღოთ.

სოდა და ლიმონი
თავის დროზე ამ კომბინაციამ უამრავი კამათი და დისკუსია გამოიწვია. მიზეზი ვარაუდი გახდა, რომ კომბინაციას, რომელსაც ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია, კიბოს უჯრედების განადგურება შეუძლია. ამ ვარაუდის მომხრეები ამბობენ, რომ ლიმონის წვენი ნამდვილად ეფექტურია კიბოს უჯრედებთან ბრძოლაში, სოდა კი მჟავა-ტუტოვანი დონის რეგულირების უნარით ცნობილია. ის ხელს უშლის ორგანიზმში მჟავების დაგროვებას, რაც კიბოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ ეს სიმართლეს შეესაბამება, ზოგი კი ამას სრულიად არ ეთანხმება. სანამ ისინი სიმართლეს ეძებენ, ჩვენ გეტყვით სოდასა და ლიმონის ნარევის სარგებელზე, რომელიც ნამდვილად დადასტურებულია.

1. გასახდომი ეფექტი
ეს კომბინაცია წონის კლებისთვის ეფექტური საშუალებაა. ის ადამიანს ენერგიას მატებს და სხეულის კარგი ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. ლიმონი+სოდა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რის გამოც უფრო მეტი კალორია იწვის.

2. გამწმენდი ეფექტი
ლიმონისა და სოდის კომბინაციას გამწმენდი ეფექტი აქვს. ეს განსაკუთრებით ლიმონს და მის შარდმდენ თვისებებს ეხება. ლიმონი სხეულიდან ზედმეტი წყლის, ტოქსინების, მარილებისა და ცხიმების გამოყოფას ეხმარება.

3.კბილების ჰიგიენა
ამ კომბინაციას ხშირად კბილების გასათეთრებლად იყენებენ, თუმცა მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება კბილის ემალი დააზიანოს. ლიმონი+სოდა კბილებიდან ლაქების მოსაშორებლად, შესანიშნავი საშულებაა.

4. საჭმლის მონელება
ლიმონისა და სოდის ნარევი ხსნის გულძმარვას, სპაზმებს და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემას.ზოგადად, ის აუმჯობესებს სისტემის მუშაობას.

5. ხელს უშლის დაბერების პროცესებს
ლომონისა და სოდის კომბინაცია ხელს უშლის დაბერების პროცესებს და ანელებს მათ. თუ ამ ნაზავს გარკვეული რეგულარობით გამოიყენებთ, თქვენს კანზე ნაოჭები გაცილებით გვიან გაჩნდება.

6. გულის მუშაობა
ლიმონისა და სოდის ნაზავი გულის მუშაობას აუმჯობესებს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სოდა+ლიმონიანი წყლის დალევა ორგანიზმში ცუდი ქოლესტერინის დონის მოწესრიგებას ეხმარება, რაც ათეროსკლეროზის, ინფარქტისა და ინსულტის რისკს ამცირებს.

7. იმუნური სისტემის გაძლიერება
ამის შესახებ ყველამ იცის. სოდისა და ლიმონის კოქტეილს შეუძლია ორგანიზმის სხეულის ტუტე ბალანსი გაზარდოს და ხელი შეუწყოს მჟავიანობის დონის მოწესრიგებას.

8. თირკმლის ფუნქცია
კოქტეილი ეხმარება ბალანსის აღდგენას, თუ თირკმელები ვერ უმკლავდებიან ორგანიზმიდან მავნე მჟავების გამოდევნას.

ლიმონი+სოდა - კომბინაცია, რომელსაც სასწაულების მოხდენა შეუძლია შეუძლია!


9. ღვიძლის გაწმენდა
თუ დილით ამ სასმელით დაიწყებთ, მხოლოდ ღვიძლის გაწმენდას კი არა, სხეულის ისეთი ნივთიერებებით მომარაგებასაც შეძლებთ, როგორიცაა კალიუმი, C ვიტამინი და სხვადასხვა ანტიოქსიდანტები.

ახლა თქვენ ყველაფერი იცით ლიმონისა და სოდის კოქტეილის შესახებ, გარდა მისი დამზადებისა. აქ კი ყველაფერი ძალიან მარტივია. აიღეთ 1 ჭიქა წყალი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი სოდა და ნახევარი ლიმონის წვენი.

უმჯობესია სასმელი დილას, უზმოზე დალიოთ. ლიმონისა და სოდის ძლიერი ტუტე თვისებების გამო, კოქტეილი ზედიზედ ორ კვირაზე მეტი არ უნდა მიიღოთ. ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა შეისვენოთ. კოქტეილის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ალკალოზის განვითარება გამოიწვიოს.

სასმელი აკრძალულია გასტრიტიანი ადამიანებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა