თეგებით ძიება

რატომაა საშიში მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი?

სხვადასხვა დროს დასაძინებლად დაწოლა და გაღვიძება შეიძლება გახდეს დეპრესიის მიზეზი. ამ დასკვნამდე მივიდნენ მიჩიგანის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მკვლევარები.

მეცნიერებმა გაანალიზეს 2000-ზე მეტი ახალგაზრდა ექიმის მონაცემები, რომლებიც რეზიდენტურას გადიოდნენ საუნივერსიტეტო კლინიკაში. რეზიდენტებს, ჩვეულებრივ ძალიან ხანგრძლივი და დაძაბული სამუშაო დღე და არარეგულარული გრაფიკი აქვთ, რის შედეგადაც პრაქტიკულად არ გააჩნიათ მუდმივი ძილისა და სიფხიზლის რეჟიმი.

მონაწილეები მთელი წლის განმავლობაში ატარებდნენ ელექტრონულ სამაჯურს, რომელიც არეგისტრირებდა დღეღამის განმავლობაში მათ აქტივობას. ამას გარდა, ყოველ დღე, სმარტფონზე სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, იტყობინებოდნენ თავიანთი განწყობების შესახებ, ხოლო სამ თვეში ერთხელ გადიოდნენ დეპრესიის სიმპტომებზე ტესტირებას.

აღმოჩნდა, რომ, რაც უფრო ცვალებადი ჰქონდათ ახალგაზრდა ექიმებს ძილის რეჟიმი, მით უარესი განწყობა აღენიშნებოდათ დღის მანძილზე.

განწყობასა და დეპრესიასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიდნენ ის რეზიდენტებიც, რომლებსაც ზოგადად ცოტა ეძინათ, მუდმივად ადრე დგებოდნენ ან არ ეძინათ ღამე და იძინებდნენ დღე.

მიღებული მონაცემების საფუძველზე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ რეგულარული ძილის რეჟიმი წარმოადგენს დეპრესიის პროფილაქტიკის შეუფასებელ ფაქტორს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა