თეგებით ძიება

კორონავირუსი და უძილობა - რატომ იწვევს ვირუსი ძილის დარღვევას?

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება თავისთავად იწვევდეს უძილობასაც.
კორონავირუსული ინფექციის ნარჩენი მოვლენები შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული და მძიმე, ბევრი სიმპტომი ხანგრძლივად ნარჩუნდება და მედიცინაში ტერმინიც კი დამკვიდრდა -"პოსტკოვიდური სინდრომი". თუმცა ჯერჯერობით იგი ნაკლებადაა შესწავლილი.

გასაკვირი არაა, რომ ამ სინდრომის ერთ-ერთი კომპონენტი შეიძლება იყოს უძილობა.

რაიმე განსაკუთრებული გამოვლინება ამგვარ უძილობას არ აქვს - შეიძლება გამოხატული იყოს ჩაძინების გართულებით, ხშირი გაღვიძებით, ძილის ხარისხის დარღვევით, რაც იწვევს დღის აქტივობის შემცირებას და დარღვევას.

კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, მწვავე უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს თავად კორონავირუსული ინფექცია, როგორც მძიმე სტრესი და ასევე ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა შფოთვა და დეპრესია. სულ უფრო მეტი მონაცემები ხდება ცნობილი, რომ კორონავირუსული ინფექცია აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ამ პროცესში შეიძლება ჩაერთოს ძილის, ჩაძინების და ძილის შენარჩუნების მარეგულირებელი ცენტრები.

ადამიანის ძილის ხარისხის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, მძიმე კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ, წარმოადგენს ფიზიკური აქტოვობის თანდათანობით გაზრდა და ცხოვრების ნორმალური რეჟიმის დაბრუნება.

უძილობის კორექციის ფსიქოთერაპიული მეთოდებიც ასევე ასრულებენ თავის როლს. კოვიდის შემდგომმა უძილობამ შეიძლება თავისთავად, თერაპიის გარეშეც გაიაროს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა