თეგებით ძიება

ახალ მიკროავტობუსებში პენსიონერები და სტუდენტები 20 თეთრად იმგზავრებენ

თბილისის მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის, ვიქტორ წილოსანის თქმით, ახალ მიკროავტობუსებში პენსიონერები და სტუდენტები 20 თეთრად იმგზავრებენ.

„ტარიფის შემცირებასთან ერთად, ამუშავდება საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ გადაადგილების სქემა, თუ აქამდე ეს მხოლოდ ავტობუსზე და მეტროზე ვრცელდებოდა, რეფორმის ფარგლებში, ამას დაემატება ლურჯი მიკროავტობუსებიც.

ასევე, ყველა ის შეღავათი რომელიც არსებობდა და რომლითაც სარგებლობდნენ მომხმარებლები, შესაძლებელი იქნება, გამოიყენონ მიკროავტობუსებშიც.

რა თქმა უნდა, ეს მოხდება იმის ხარჯზე, რომ ჩვენს მოსახლეობას დავუსუბსიდირებთ მგზავრობას,”- განაცხადა წილოსანმა.

ინფორმაციისთვის, პირველი აპრილიდან ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით 50 თეთრი გახდება - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, 1 აპრილიდან ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური იცვლება და 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი ეღირება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა