თეგებით ძიება

გავრცელდა ვახო სანაიაზე თავდასხმის კადრები (ვიდეო)

ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმის კადრები პოლიტმეტრის ეთერში გამოქვეყნდა. კადრები ტაქსის ვიდეო-რეგისტრატორის მიერ არის გადაღებული.

კადრებში ჩანს, როგორ აწვება ფორმულას ტელეწამყვანი ავტომობილს, რომელიც მოყინულ გზაზე ვერ ახერხებს ასვლას. ამ დროს მას უახლოვდებიან თავდამსხმელები, რომლებიც ჟურნალისტს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

კადრებში ასევე ჩანან ადგილზე მისული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მაშველები თავდამსხმელებს აშველებენ და ცდილობენ ისინი სანაიას განარიდონ.

შეგახსენებთ, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ.

ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს პატიმრობა შეეფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა