არის თუ არა შოკოლადი აკნეს მიზეზი?
მათ, ვისაც აკნე აქვთ, უკრძალავენ ბევრი შოკოლადის ჭამას, განსაკუთრებით თინეიჯერებს. არის თუ არა რაიმე კავშირი შოკოლადსა და გამონაყარს შორის?
გამონაყარი სახეზე წარმოიქმნება მაშინ, როდესაც კანის ფორებში ჩნდება ზეთოვანი ნივთიერება, ანუ სებუმი.
მას კანში არსებული წვრილი ჯირკვლები გამოიმუშავებენ.
თუ ფორა ნაწილობრივ არის დახურული, მაშინ ჩნება შავი წერტილები, ხოლო თუ მთლიანად არის დაფარული - თეთრი ფერიმჭამელები.
ცხიმის წარმომქნმელი ჯირკვლები მგრძნობიარეა ჰორმონების მიმართაც, ამიტომ აქვთ მოზარდებს დიდი რაოდენობით გამონაყარი.
ასევე, მენსტრუაციული ციკლისა და ორსულობის დროს, როდესაც ჰორმონული ცვლილებებია ორგანიზმში, ქალის სახის კანი მიდრეკილია გამონაყრისკენ.
შეუძლია თუ არა აღნიშნული პროცესის გაძლიერება შოკოლადს?
არსებობს რამდენიმე თეორია:
• შოკოლადს შეუძლია გაზარდოს სისხლში ლიპიდების (ცხიმების) დონე, რაც გამოიწვევს უფრო მეტი ცხიმის წარმოქნას კანში, ეს კი ფორებს დაახშობს.
• ასევე, არსებობს თეორია, რომ ჭარბი რაოდენობით შოკოლადის მიღება სისხლში ინსულინის დონეს ზრდის.
ეს ზოგიერთი ჰორმონის დონის ცვლილებას იწვევს, რაც კვლავ აძლიერებს ცხიმის წარმოქნას კანში.
აღნიშნული თეორიები ლოგიკურია, თუმცა არაერთი კვლევა ჩატარდა და როგორც აღმოჩნდა, შოკოლადი არანაირ ზეგავლენას არ ახდეს აკნეს განვითარებაზე.
თუმცა კავშირი წონასა და აკნეს შორის ნამდვილად არსებობს. ის ადამიანები, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ, გაცილებით მეტად არიან გამონაყარის მიმართ მიდრეკილები.
მკვლევართა მეორე ნაწილის განცხადებით, შოკოლადი შეიცავს რძეს, შაქარს, რომელიც კანზე გამონაყრის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.
ზოგიერთი კვლევით დასტურდება, რომ შოკოლადი ამძაფრებს არსებულ აკნეს, ნამდვილად არსებობს კაკაოსა და სახეზე წარმოქმნილ გამონაყარს შორის კავშირი.
კვლევისას, ყოველდღე 25 გრამი, 99%-იანი შავი შოკოლადის ჭამის შემდეგ, გამონაყრის მიმართ მიდრეკილ ადამიანებს გაუუარესდათ მდგომარეობა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში და ეს შედეგი ოთხი კვირა შენარჩუნდა.
2015 წელს შეისწავლეს 243 აკნეთი დაავდებული და 156 ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანი, იმის დასადგენად - არსებობდა თუ არა კავშირი სისხლში ინსულინის დონესა და აკნეს შორის. როგორც აღმოჩნდა, ინსულინის მაღალი დონე განაპირობებდა მრავლობით გამონაყარს.
ათეულობით კვლევის მიუხედავად, არ დასტურდება, რომ შოკოლადი პირდაპირ იწვევს გამონაყარს.
აკნეს დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას.
თუმცა კითხვაზე: არსებობს, თუ არა კაკაოსა და აკნეს შორის პირდაპირი კავშირი, საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს.
mkurnali.ge