თეგებით ძიება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აიცრა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო აჭარაშიც. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე აიცრა. ნიჟარაძემ ვაქცინა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

მინისტრის განცხადებით, მედპერსონალში არის მზაობა, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, თუმცა მისი თქმით, არიან სკეპტიკოსებიც და სწორედ ამიტომ, მაგალითს აძლევენ ქვეყნის წამყვანი იმუნოლოგები.

„მსოფლიოში არ არსებობს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის იმაზე ეფექტური საშუალება, ვიდრე ვაქცინაცია, ამიტომ მოვუწოდებ მედპერსონალს, ჩაერთონ ამ პროცესში“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

აჭარაში ვაქცინაციის ცხრა კაბინეტი მოქმედებს, მათ შორის ოთხი ბათუმში და ხუთი რეგიონის მუნიციპალიტეტებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება. დღეს ბათუმში 50-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ჩაიტარებს ვაქცინაციას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა