თეგებით ძიება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსები 15 მარტს ქუთაისში მცირედ ნალექიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. დღის ბოლოს წვიმას ვარაუდობენ ბათუმში, სადაც დღისით სინოპტიკოსები +17 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში იწვიმებს. +16 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 იქნება. ასევე წვიმიანი საღამო იქნება სოხუმში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. მცირედ ნალექიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ამბროლაურში, სადაც დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეშიც. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში გამოიდარებს. დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსი იქნება.

გორში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +2 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. მცირე ნალექია ნავარაუდები ომალოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამე კი -4 გრადუსამდე დაიწევს.

ლაგოდეხში წვიმიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი.

ასევე მცირედ ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. +9 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4-მდე დაიწევს.

რუსთავში მცირე ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. +9 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +2 გრადუსი. თბილისშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა