თეგებით ძიება

ამირან გამყრელიძე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა შესაძლოა შემსუბუქდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმაზე, სრულად მოიხსნება ეს შეზღუდვა, თუ რამდენიმე საათით შემსუბუქდება.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნება, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება განვიხილოთ. დღეს შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე - ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ეს შეზღუდვაც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა