თეგებით ძიება

როდის უნდა აიცრან ის ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს

კოვიდგადატანილებმა ვაქცინა დაავადების გადატანიდან 120 დღის შემდეგ უნდა გაიკეთონ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი თავად საკმაოდ მძიმე ფორმით გადაიტანა და ძალიან ბევრი დღეს ეკითხებოდა, თუ რატომ არ იყო იგი ვაქცინაციის მსურველთა შორის.

„კოვიდი მე გადავიტანე საკმაოდ მძიმე ფორმით. ოფიციალური ინსტრუქციით, კოვიდგადატანილებმა ვაქცინა უნდა გაიკეთონ, მაგრამ 120 დღის შემდეგ, ანუ გადატანიდან 4 თვის შემდეგ. მანამდე სასურველი არ არის და რატომ? დადგენილია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში იმუნიტეტი გიცავს, მართალია რეიმუნიზაციის შემთხვევები არის, მაგრამ იშვიათი. ასევე, უნდა იცოდეთ, რომ ვაქცინირებულებსაც ემართებათ კოვიდი და არც თუ იშვიათად. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ვაქცინა თავიდან გვაცილებს სასიკვდილო შემთხვევებს და ასევე, მძიმე შემთხვევებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა