თეგებით ძიება

„სკოლა, რომელიც ხატის ტერიტორიაზე აშენდა, მეოთხედ დაიწვა – უჩვეულო მოვლენა შატილში

დღეს ხევსურეთში, შატილის სკოლის სასადილოში ხანძარი გაჩნდა და შენობა მთლიანად დაიწვა.

ეს ბოლო წლებში შატილის სკოლაში გაჩენილი ხანძრის უკვე მეოთხე შემთხვევაა.

ადგილობრივები ამ უჩვეულო მოვლენას იმით ხსნიან, რომ სკოლა ხატის ტერიტორიაზეა აშენდა.

როგორც „მთის ამბები“ იუწყება, ამავე ტერიტორიაზე წარსულში სხვა ნაგებობებსაც გაუჩნდა ცეცხლი, მათ შორის კოლმეურნეობის ადმინისტრაციულ შენობას და ეუთოს ოფისს.

„ამ ტერიტორიაზე, სადაც სკოლა იყო, ხატის ყანები ყოფილა. საერთოდ, ხატის ყანებში არ შეიძლება არც სახლის ჩადგმა, არც აშენება და არაფერი. განათებები პირდაპირ ხატისკენ იყო მიმართული. აქ, მაგალითად, ღამე ფარანი რომ მიანათო, ეგეც არ შეიძლება. ზუსტად მაგ ადგილას სამჯერ დაიწვა შენობა. ერთხელ კოლმეურნეობის ადმინისტრაცია იყო, მეორედ ეუთოს ოფისი. რაღაც პერიოდში სკოლაც იყო განთავსებული და მესამედ ახლა. ხატის ტერიტორია დაცული უნდა იყოს. აგერ, ხატთან ახლოს ალექსი შეთეკაურის ბინა იყო, მაგასაც ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. ამიტომ, გაფრთხილება უნდა ძალიან. ახლაც ყველა იმას ლაპარაკობს, რომ ხატთან ახლოს და ამიტომ მოხდაო ეს ყველაფერი“, – აღნიშნავენ ადგილობრივები „მთის ამბებთან“ საუბრისას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა