თეგებით ძიება

„კონკრეტულ ამ პარტიაზეა დიდი ეჭვი“ - ბიძინა კულუმბეგოვი AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებაზე

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიერ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებას “ტვ პირველის” ეთერში ეხმაურება.

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ევროპის ქვეყნების მიერ ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერება ვერ იქნება საქართველოში მის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი, რადგან ევროპის იმ ქვეყნებმა ბელგიაში წარმოებული “ასტრაზენეკას” ვაქცინა გამოიყენეს, ხოლო საქართველოში კი სამხრეთ კორეაში წარმოებული ვაქცინაა შემოტანილი.

“ამ ქვეყნებმა დროებით შეაჩერეს, მაგრამ არავის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. ამ კონკრეტულ შემთხვევებს, რომელსაც ნორვეგიის ხელისუფლება და ჯანდაცვის სისტემა იკვლევს, იგივე დანიის შემთხვევა, ხოლო დანარჩენ ქვეყნებს, ჰოლანდიას, ირლანდიას და სამ ბალტიისპირა ქვეყანას, აქვთ უბრალოდ მათზე რეაგირებადა გამოხმაურება. ამ ქვეყნებში შემთხვევები არ მომხდარა უბრალოდ ითვალისწინებენ ნორვეგიისა და განსაკუთრებით დანიის შემთხვევებს.

ჯერჯერობით ეს ყველა შემთხვევა უკავშირდება ბელგიაში დამზადებულ კონკრეტულ პარტიას. მილიონ დოზა ასტრაზენეკას, რომელიც 17 ქვეყანას გაუნაწილდა ევროპაში.

კონკრეტულ ამ პარტიაზეა დიდი ეჭვი, შესაბამისად გამოძიების თუ კლინიკური კვლევის შედეგებს ჩვენ დაველოდებით, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში შემოსულია სამხრეთ კორეაში წარმოებული”, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა