თეგებით ძიება

ტერფის სოკო, სუნი, ოფლიანობა და ფრჩხილის ჩაბრუნება - როგორ ვუმკურნალოთ მათ?

პოდოლოგიაში შედის ტერფის სხვადასხვა დაავადების მკურნალობა და, მათ შორის, ფრჩხილის პრობლემები. ორთოპედია ძირითადად ძვალ-სახსროვან პრობლემებს სწავლობს, ხოლო პოდოლოგია: ტერფის კანის მოვლას, მკურნალობას, დიაბეტურ ტერფს, სოკოვან დაავადებებს, კოჟრებს, კოჟიჟებს, ქუსლის ნახეთქებს და გარქოვანებას, ზოგადად, ტერფის კანის გარქოვანებას. დაავადების ფართო სპექტრს მოიცავს პოდოლოგიური მეთოდებით მკურნალობა.

კოჟიჟი

ახალი ფეხსაცმელი ხშირად უჭერს ადამიანს, რასაც ტრავმირება და ტრავმირებულ ადგილას კოჟიჟის, ანუ "მაზოლის" გაჩენა ახლავს თან. კოჟიჟი მტკივნეული და შემაწუხებელია.

იმისათვის, რომ ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ, აუცილებელია ფეხსაცმლის სწორი შერჩევა.

პრობლემა, ძირითადად, 70-80%-ში ქალებს აწუხებთ, ვინაიდან ისინი
ვიწრო ცხვირის მქონე, მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ხმარობენ, რაც ტერფის არქიტექტონიკას ცვლის.

კოჟიჟების განვითარების დროს, პოდოლოგს უნდა მიმართოთ. დღეს, არსებობს აპარატული მკურნალობა, რომელიც უმტკივნეულოა, უსისხლოდ ხდება კოჟიჟის მოცილება.

კოჟიჟებს იწვევს ზედმეტი ზეწოლა, ზედმეტი წონა, ასევე ასაკიან ადამიანებში უფრო ხშირია, ვინაიდან მათი კანი გაუხეშებულია და უფრო მეტად არის გარქოვანებისკენ მიდრეკილი.

ასაკოვანმა ადამიანებმა, ვისაც კანის გარქოვანება აწუხებთ, ხშირად უნდა ჩაიტარონ ფეხის აბაზანები და დამატენიანებელი მალამოები გამოიყენონ.

ტერფის მოვლა

იმისათვის, რომ ტერფის კანის გარქოვანება არ მოხდეს, უნდა აარჩიოთ ხარისხიანი, ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი და ის არ უნდა უჭერდეს ადამიანს.

ქალბატონების შემთხვევაში ქუსლი არ უნდა აღემატებოდეს 7 სმ-ს. აუცილებელია, კანი სუნთქავდეს, რეზინის კედებს უნდა მოერიდოთ, ასევე წინდები - ბამბის უნდა მოიხმაროთ, სინთეტიკაში ტერფის კანი ვერ სუნთქავს.

ტერფის კანის სოკოვანი დაავადებები

სოკოვანი დაავადება არის გადამდები, აუცილებელია ვიხმაროთ ჩვენი ფეხსაცმელი.

იქ, სადაც საერთო სივრცეა, მაგალითად, აუზი, ზღვა უნდა გამოიყენოთ შესაბამისი ფეხსაცმელი, ასევე შხაპის ქვეშ. ტერფის სოკოს იოლი ფორმის არსებობისას, როდესაც მხოლოდ აქერცვლას აქვს ადგილი, უნდა გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად, ტერბინაფინის შემცველი საშუალებები).

მკურნალობა გრძელდება 2 კვირა, თუ შედეგი არ გამოიღო, დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.

გასწავლით ფეხსაცმლის სპეციალურ დამუშავებას - ისინი უნდა გაწმინდოთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით - გარედან და შიგნიდანაც. ტამპონი უნდა ჩადოთ ფეხსაცმლის „ცხვირში“ და ჰერმეტულად შეფუთოთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით სუნის გასანეიტრალებლად.

ტერფის ოფლიანობა

ოფლიანობის დროს რამდენიმე ფეხსაცმელი უნდა იქონიოთ.

თქვენი ფეხსაცმელები 2-3 დღეში ერთხელ უნდა განიავდეს.

წინდები ყოველდღიურად უნდა იცვალოთ. უამრავი მალამოა, რომელიც უსიამოვნო სუნისგან, ოფლიანობისაგან და ტერფის კანის გაუხეშებისგან დაგიცავთ.

ეფექტურია სპეციალური ფხვნილები, რომელიც იყრება წინადში და ოფლიანობის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს.

ოფლის მიზეზი შეიძლება იყოს ნერვული სისტემის აგზნებადობა, რაც იწვევს სუნს. სუნი იმ ბაქტერიებისგან არის გამოწვეული, რომელთაც უყვართ ოფლიანი გარემო.

სუნის გაქრობისთვის ოფლს უნდა ებრძოლოთ. ფეხები ყოველდღე დაიბანეთ თბილი წყლით და საპნით.

გამოცვალეთ ფეხსაცმელი და წინდები. შეგიძლიათ ორი კვირის განმავლობაში ყოველდილა ბორის მჟავა მიიფრქვიოთ ტერფებსა და თითებს შორის.

საღამოს ტერფები დაიბანეთ თბილი წყლით.

როგორ გავიქროთ ფეხიდან სუნი და ვებრძოლოთ ოფლიანობას ?

• 15 წუთის განმავლობაში, დღეში ორჯერ, ფეხები უნდა მოათავსოთ ჩაის მაგარ ნაყენში, ეს დაგეხმარებათ ფეხების ოფლიანობის შესამცირებლად და სუნის გასაქრობად.

• ფეხის სუნის მოსაცილებლად, ფეხები კვირაში 3-4-ჯერ დაიბანეთ ძმრის თბილ წყალხსნარში, დაგჭირდებათ ნახევარი ჭიქა ძმარი, რომელიც უნდა ჩაასხათ ფეხის აბაზანისთვის განკუთვნილ თასში.

• 1 ლ წყალში ჩაყარეთ 50-100 გრ მუხის ქერქი, ადუღეთ 20-30 წთ დაბალ ცეცხლზე. ყოველ საღამოს გაიკეთეთ თბილი აბაზანები. ძლიერი ოფლიანობის დროს ის სასარგებლოა.

• ლიმონის წვენით გაიწმინდეთ ტერფები ყოველ ღამე.

ფრჩხილის ჩაბრუნება

ფრჩხილი უნდა დაიმოკლოთ ქლიბით.

ეს არის ყველზე ეფექტური საშუალება.

კუთხეების მოჭრა-ჩაჭრა გვერდებში არ შეიძლება, ასე ჩაიზრდება გვერდში, რაც ფრჩხილის ჩაბრუნებას გამოიწვევს.

ჩაბრუნებული ფრჩხილის მკურნალობა შესაძლებელია პოდოლოგიური მეთოდით, ბრეკეტების გამოყენებით.

ამ დროს, ფრჩხილის ფირფიტაზე იდება ბრეკეტი და ის სწორდება.

ბრეკეტის ტარება საჭიროა 3-დან -12 თვემდე, რაც 100%-იან შედეგს იძლევა.

თუ ფრჩხილი გასქელებულია, საჭიროა მისი მკურნალობა.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა