ალკოჰოლის 6 სასარგებლო ეფექტი
ალკოჰოლის ჭარბი მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ზომიერმა მოხმარებამ კი საგრძნობი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ადამიანს. ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემურია ზომიერების მცნება. აზრთა სხვადასხვაობას კლინიკა მეიოს ექიმებმა დაუსვეს წერტილი და შემოგვთავაზეს კონკრეტული დოზირება. 65 წელზე მეტი ასაკის ჯანმრთელი მამაკაცებისა და ქალებისათვის ნორმად ითვლება დღეში ერთი, 65 წლამდე მამაკაცებისათვის დღეში 2 ულუფა ალკოჰოლი.
სასმელის 1 ულუფა გულისხმობს:
· ლუდი — 355 მლ
· ღვინო — 148 მლ
· დისტილირებული ალკოჰოლური სასმელები (ვისკი, არაყი, ბრენდი, ჯინი, ლიქიორი და ა.შ.)- 44 მლ.
ლოთობა უკვე იწყება დღეში სამი ულუფის მოხმარებისას.
გული
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ წითელი ღვინო გულისთვის საუკეთესო სასმელია მასში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტ რესვერატროლის შემცველობის გამო. მედიკოსები აღნიშნავენ, რომ გულსისხლძართვთა სისტემის დაავადებების გამო სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი იმ ქვეყნებში აღინიშნება, სადაც კვების კულტურა გულისხმობს წითელი ღვინის აუცილებელ მოხმარებას. ესენია: საფრანგეთი, კავკასიის, ბალკანეთის ქვეყნები. აღნიშნული ტენდენციაც სწორედ რესვერატროლს უკავშირდება.
კვლევებით გამოირკვა, რომ ალკოჰოლის ზომიერი რაოდენობა ზრდის მაღალი სიმკვრივის ან კარგი ქოლესტერინის იმ კომპონენტების დონეს, რომელზედაც დამოკიდებულია გულის კუნთის შრომის უნარი. ასევე დაფიქსირდა სისხლის შედედებაზე დადებითი ზემოქმედება. ღვინო შეიძლება ბუნებრივ ანტიკოაგულანტად და თრომბის პროფილაქტიკურ საშუალებად მივიჩნიოთ.
გაციება
ამერიკელი და ესპანელი მეცნიერების ერთობლივმა კვლევამ მოულოდნელი შედეგები აჩვენა. გაციების რისკი წითელი ღვინის მოყვარულებში 60%-ით და თეთრი ღვინის რეგულარულ მომხმარებლებში 88%-ით დაბალი იყო. მეცნიერებს თუ დავუჯერებთ ის მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს ორგანიზმის თავდაცვის ძალებზე. თუმცა ჩვენი მედიცინა აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს.
ოსტეოპოროზი
ჩონჩხი ყოველწლიურად 10%-ით განიცდის განახლებას. ეს არის ძვლის ქსოვილის დაშლასა და მის რეგენერაციას შორის ბალანსი. ამერიკელმა მეცნიერებმა ორი კვირის განმავლობაში გამოიკვლიეს კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი ქალები. ამ პერიოდის მანძილზე ქალებს არ უნდა მიეღოთ ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგადაც დეტალურად შეისწავლეს ძვლის ქსოვილის სიმკვრივე.
აღმოჩნდა, რომ ამ 2 კვირის განმავლობაში რეგენერაციის პროცესი შეფერხდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ალკოჰოლის აკრძალვა მოიხსნა, მაჩვენებელი დაუბრუნდა საწყის დონეს 24 საათის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ოსტეოპოროზის ალკოჰოლით პროფილაქტიკა პრობლემის საუკეთესო გადაწყვეტა არ არის.
თირკმელები
როგორც აღმოჩნდა, ლუდი და ღვინო აქვეითებს თირკმელებში კენჭის წარმოქმნის ალბათონას 30%-ით.
მეხსიერება
ალკოჰოლი დადებითად მოქმედებს თავის ტვინის სისხძარღვებზე და ფუნქციონირებაზე. ერთი-ორი ბოკალი წითელი ღვინის ყოველდღიური მოხმარებით მნიშვნელოვნად მცირდება ალცჰაიმერის დაავადების, დემენციისა და ინტელექტის სხვა დარღვევების რისკი. მცირე დოზით ალკოჰოლი ტვინის უჯრედებს უფრო მდგრადს ხდის და ინარჩუნებს მაღალ ნერვულ მოქმედებას სათანადო დონეზე.
პროსტატის კიბო
წითელი ღვინო 6%-ით ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს რისკს. ღვინოში არსებული რესვერატროლი ანელებს პროსტატის კიბოს უჯრედების ზრდას.
mkurnali.ge