თეგებით ძიება

როდის სჯობს ხილის მიღება და დავლიოთ თუ არა ჭამის შემდეგ წყალი? - სპეციალისტების რჩევა

ზოგიერთ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ჭამის შემდეგ სიგარეტის მოწევა, თუმცა მედიკოსების განცხადებით, აღნიშნული ჩვევა ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თამბაქოს კვამლი ხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და აღიზიანებს მას. ჭამის შემდეგ მოწეულ 1 ღერ სიგარეტს, სპეციალისტები მავნებლობის თვალსაზრისით ერთმანეთის მიყოლებით მოწეულ 10 ღერ სიგარეტს უტოლებენ.

ექსპერტები ასევე არ გვირჩევენ, ვჭამოთ ხილი ძირითადი კვების შემდეგ. ხილის მიღება სჯობს ძირითად კვებათა შორის შუალედში.

ექსპერტები გვირჩევენ უარი ვთქვათ სადილის შემდეგ ძილის ჩვევაზე. ძილი და სხეულის ჰორიზონტალური მდებარეობა საკვების ნორმალურ გადამუშავებას უშლის ხელს.

ჭამის შემდეგ წყლის დალევას ზოგიერთი ექიმი საზიანოდ მიიჩნევს,რადგანაც წყალი აქვეითებს კუჭის წვენისა და ფერმენტების კონცენტრაციას. ყავა და ჩაი, თავის მხრივ აფერხებს საკვებიდან რკინის შეწოვას, ამიტომ ამ სასმელებისგან თავის შეკავება სჯობს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა