თეგებით ძიება

ჩაქვი - ტურისტული დაბა, სადაც ახალგაზრდებს განვითარების უფლება „წართმეული“ აქვთ

ჩემი მიზანია პატარა დაბის საინტერესო ისტორია, პრობლემა თუ კარგი ამბავი დიდ აუდიტორიამდე მივიტანო.

ჩაქვი ერთადერთი დაბა არ არის, რომელიც არაერთი მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემების წინაშე დგას... ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩაქვში და ზოგადად, საქართელოში დღესდღეობით ის არის, რომ ახალგაზრდებს თითქმის არ აქვთ განვითარების საშუალება, ყოველივე ამას განსაკუთრებით ამძაფრებს კოვიდპანდემია, რომელმაც შეზღუდა ახალგაზრდების აქტიური ცხოვრების რიტმი და განვითარების შესაძლებლობები.

ჩაქვში ამ კუთხით სამწუხაროდ კატასტროფული სიტუაციაა - ახალ თაობას არ აქვს განვითარების თითქმის არანაირი საშუალება, სკოლის გარდა, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სწავლის დონე და სტრუქტურა.

დაბაში არ არის არანაირი სივრცე ან ადგილი, სადაც ელემენტარულად ახალგაზრდობა შეიკრიბება გონებრივი ან ფიზიკური განვითარება-გაზრდის მიზნით,
ადგილი სადაც თავისუფალ დროს სასარგებლოდ გაატარებენ...

არ არსეობს ლიტერატურული თავშეყრის ადგილი. აკადემიური დონის, გასართობი, თანამედროვე სტანდარტების, ხელმისაწვდომი კვების ობიექტი, კაფე-ბარი... აღარაფერს ვამბობ ისეთ კულტურულ-შემეცნებით ობიექტებზე, როგორიცაა: კინო, თეატრი და ა.შ. რომ ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა არ ჩაიკეტონ, მეტად კომუნიკაბელურები და აქტიურები იყვნენ.

ბავშვობაში ყოველთვის სევდით ვუყურებდი ქალაქელ ბავშვებს, რომლებიც გაცილებით უფრო ინტეგრირებული და ადაპტირებულები იყვნენ თანამედროვე გამოწვევებთან... ისინი, ჩვენგან განსხვავებით, აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. ჩაქვში კი ბავშვს განვითარების უფლება „წართმეული“ აქვს. წლების განმავლობაში მხოლოდ ქართული ცეკვის და კარატის წრე ფუნქციონირებდა, ამიტომ მხოლოდ ამ ინტერესების მქონე ბავშვები იყვნენ შედარებით კომფორტულ სიტუაციაში...

მთავრობის უყურადღებობის თუ უნიათობის გამო, დაბაში არსებული მუსიკალური სკოლა დაინგრა და შექმნილი ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა მისი ფუნქციონირება.

კონკრეტულ სკოლებში, მოსწავლეთა ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ხშირად მოჰყავდათ, ძირითადად მუსიკალური საკრავების მცოდნე მასწავლებლები, თუმცა სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ეს საქმეც ბოლომდე ვერ მიჰყავდათ...

https://tia.ge/uploads/posts/2021-03/1616663645_skveri.jpg

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაქვში გაკეთდა ორი პარკი, ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით სავალალოა. იგი ამ ეტაპისთვის საშინლად მოუწესრიგებელია, მასში განთავსებული ბავშვების გასართობი ატრაქციონები კი - მოშლილი და სახიფათოა. რაც ყველაზე მეტად შემაძრწუნებელია, ეს სივრცე ე.წ. „ქუჩური გარჩევების არენადაა“ ქცეული.

ჩაქვი - ტურისტული დაბა, სადაც ახალგაზრდებს განვითარების უფლება „წართმეული“ აქვთ


აქ ხშირია ჩხუბი, ბილწსიტყვაობა, იპოვი ე.წ. „ინსულინის“ ერთჯერად შპრიცებსაც. საშინელებაა, მაგრამ ყოველივე ამას არავინ აკონტროლებს... ყველამ ყველაფერი იცის, ყველას ყველაფერი ესმის, ყველა ყველაფერს ხედავს, თუმცა საუბედუროდ, სიბრმავეს, სიყრუეს ირჩევენ და პირში წყალს იგუბებენ... ასეთ სიტუაციაში უწევს მოზარდს „განვითარება“ სახელმწიფოს ხელშეწყობის გარეშე.

XXI საუკუნეში, განსაკუთრებით ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ვფიქრობ, სახელმწიფო ყველანაირად უნდა ცდილობდეს მაქსიმალურად იზრუნოს ახალგაზრდების განვითარებაზე და შესაბამისად, ყველა საჭირო რესურსი უპირატესად სწორედ ამ მიმართულებით გამოიყენოს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. მთავრობა საკუთარი ჯიბის გასქელების ხარჯზე, ყველანაირ შესაძლებლობას ართმევს მოზარდს, უკეტავს განვითარებისკენ მიმავალ თითქმის ყველა გზას და ტოვებს ბედის ამარად... (სახელმწიფო არავის არაფერს არ ართმევს- უბრალოდ შეიძლება დაიწეროს რომ, სახელმწიფო არ უწყობს ხელს ჩაქვში ახალგაზრდების ნორმალურ განვითრებას )

ყოველივე ამის შემდეგ ნეტა რატომ გვიკვირს ახალი თაობის ხედვები, არასწორი მიმართულებები, აწეწილი ცხოვრების სტილი?! რატომ არ აქვთ კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობისადმი სიყვარული და მოკრძალება, რატომ დაკარგეს ეროვნული თვითშეგნება?! ნუთუ ამაში სახელმწიფო არ არის დამნაშავეე? რაღა თქმა უნდა, უპირატესად სწორედაც სახელმწიფოა ყოველივე ამაში დამნაშავე, რადგან სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ახალგაზრდას სწორად განვითარებისთვის ყველანაირი პირობა და შესაბამისად, რეგრესის რისკი დაბალია!..

ასე რომ ახლა „საღათას ძილი“, „ყურებში ბამბის ჩადება“ და „პირში წყლის ჩაგუბება“ ყველაზე დიდი დანაშაულია!.. დროა მეგობრებო გამოვფხიზლდეთ გვახსოვდეს, დაბიდან, სოფლიდან, ქალაქიდან გაზრდილი და აღზრდილი თაობა არის ჩვენი მომავალი!!!

ავტორი: გურანდა ქათამაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა