თეგებით ძიება

ქობულეთში ორი ავარია მოხდა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

შსსმ განუცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ქობულეთში დღეს მეორე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხდა - შემოვლით გზაზე ავტომობილი განათების ბოძს დაეჯახა, დაშავდა ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მრავლობითი დაზიანებებით, ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა. არ არის მსხვერპლი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა