თეგებით ძიება

ასაკის გათვალისწინებით, როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს განვითარების შეფერხება აქვს

როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს განვითარების შეფერხება აქვს ასაკის გათვალისწინებით და დროულად მივმართოთ სპეციალისტს.

ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი ,საზოგადოების“ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე, გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები, თუ აღმოაჩენთ, რომ ბავშვს განვითარების შეფერხება აქვს.

როცა პრობლემა იდენტიფიცირებულია დროულად და ხორციელდება სათანადო მომსახურების და სერვისების ჩარევა, ბავშვი ხშირად თავისი განვითარების შესაბამის უნარებს გამოიმუშავებს.

საწყისს ეტაპზე ვაკვირდებით ბავშვის რეაქციებს ვიზუალური და ხმოვანი სტიმულების მიმართ. რამდენად ინტერესდება მის გარშემო არსებული ადამიანებით, გარემოთი. რამდენად აყოლებს თვალს თუნდაც ოჯახის წევრებს, ხმოვან/მანათობელა სათამაშოებს.

მეორე ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვის მოტორული განვითარება- ჯდომა, ხოხვა, პოზის შენარჩუნება, სიარული.

მოტორული განვითარების პარალელურად კი, დაახლოებით 18 თვიდან მეტად ვაკვირდებით ბავშვის მეტყველების განვითარებას. (მეტყველების დაწყებამდე კი ყურადღებას ვაქცევთ ბავშვის ღუღუნს, ტიტინს ასაკის შესაბამისად).

განვითარების შეფერხების გამოვლინებები ასაკის მიხედვით:

ახალშობილი - სტურქტურული ანომალიები, ფიზიოლოგიური დისფუნქცია კვებასთან ან სუნთქვასთან დაკავშირებული.

2-4 თვე - გარემოსთან ურთიერთქმედება უჭირს. არ რეაგირებს ხმოვან/ვიზუალურ/ტაქტილურ სტიმულებზე. მშობელი ეჭვობს რომ მხედველობის ან სმენის პრობემასთან გვაქვს საქმე. კუნთების უჩვეულო ტონუსი, კვებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგ: ძუძუს წოვის.

6-18- მსხვილ მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები. (ჯდომასთან, ხოხვასთან, სიარულთან დაკავშირებული)

18 თვიდან 3 წლამდე- იკვეთება მეტყველების პრობლემები.

3-5 წლამდე - მეტყველებისასთან, ქცევასთან და ნატიფ მოტორულ უნარებთან დაკავშირებული პრობლემები.

5+ ასაკი- სირთულეები აკადემიურ უნარებში, ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები როგორიცაა: ყურადღების დეფიციტი და კონცენტრაციის სირთულეები, ჰიპერაქტიურობის, ემოციების თვითრეგულაციის სირთულეები.

ვის მივმართოთ თუ გაგვიჩნდა ეჭვი ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით? პედიატრს, ნეიროფსიქოლოგს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა