თეგებით ძიება

გურჯაანში მომხდარი დაპირისპირების დროს ვინ გარდაცვალა და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი?


კა­ხეთ­ში, სო­ფელ ჩუმ­ლა­ყის მახ­ლობ­ლად 42 წლის მა­მა­კა­ცი მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. დაჭ­რი­ლია მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი კი­დევ სამი მა­მა­კა­ცი.

ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ მკვლე­ლის სა­მიზ­ნე სხვა ადა­მი­ა­ნი, კერ­ძოდ, მალ­ხაზ ბა­დუ­აშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც ასე­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­დაც­ვლი­ლი 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, სე­ნა­კე­ლი იმე­და ჩი­ქო­ბა­ვაა, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, შეც­დო­მით მოკ­ლეს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, ის მარ­თავ­და ბა­დუ­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნას და ამი­ტო­მაც მი­იჩ­ნი­ეს სა­მიზ­ნედ.

იმე­და ჩი­ქო­ბა­ვა, ზუგ­დი­დელ მუ­ხარ მეს­ხი­ას­თან ერ­თად, კა­ხეთ­ში სე­ზო­ნუ­რი სა­მუ­შა­ო­ბის­თვის იყო ჩა­სუ­ლი, ისი­ნი ბა­დუ­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნით, კი­დევ ერთ მუ­შას­თან - ად­გი­ლობ­რივ ზურა ბე­რუ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად, სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში ატ­მის ბაღ­ში სა­მუ­შა­ოდ მი­დი­ოდ­ნენ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­ხდა­რის სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა წლე­ბის წინ მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რის ბრალ­დე­ბი­თაც ბა­დუ­აშ­ვი­ლი გა­ა­სა­მარ­თლეს. მან სას­ჯე­ლი უკვე მო­ი­ხა­და. მოკ­ლედ, მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, შუ­რის­ძი­ე­ბაა. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ambebi.ge-ს უთხრეს, ბა­დუ­აშ­ვი­ლი კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნე­ვა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სუ­ლი წლის ზა­ფხულ­ში ბა­დუ­აშ­ვი­ლი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვის და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ თა­მარ კა­პა­ნა­ძემ მას აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა - პა­ტიმ­რო­ბა გი­რა­ო­თი შე­უც­ვა­ლა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

ბა­დუ­აშ­ვი­ლის ოჯა­ხი რა­ი­მე სა­ხის კონ­ფლიქტს გა­მო­რი­ცხავს. დაჭ­რი­ლის მა­მის თქმით, მის შვილს ბოლო ხანს არა­ვინ ემუქ­რე­ბო­და.

ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი მუხ­რან მეს­ხია ზუგ­დი­დი­და­ნაა, მას და­ზი­ა­ნე­ბა თვა­ლის არე­ში აქვს, ამი­ტო­მაც ის სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში, სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ კლი­ნი­კა­ში გად­მოჰ­ყავთ. სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მოყ­ვა­ნი­სას, მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მცი­რე კო­მენ­ტა­რიც გა­ა­კე­თა.

"არ ვიცი, რა მოხ­და, გა­ვი­გო­ნე გას­რო­ლის ხმა და მეტი არა­ფე­რი მახ­სოვს“, - გა­ნა­ცხა­და მეს­ხი­ამ.

გურ­ჯა­ა­ნის "ჯე­ოჰოს­პი­ტა­ლის" კლი­ნი­კა­ში რჩე­ბი­ან მალ­ხაზ ბა­დუ­აშ­ვი­ლი და ზურა ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც და­ზი­ა­ნე­ბა ფე­ხის არე­ში აქვს. მას ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მომ­ხდარ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 19-109 მუხ­ლე­ბით და­ი­წყო. და­ნა­შუ­ლის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ნივთმტკი­ცე­ბად 14 მას­რა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა