როგორ შევინარჩუნოთ კომპიუტერთან მუშაობისას ჯანმრთელობა?
ადამიანები, მთელი დღის განმავლობაში, სამსახურში 8 საათს მაინც ატარებენ. კომპიუტერთან მუშაობა თვალებზე, ხერხემალსა და ქვედა კიდურებზე - ერთნაირად ნეგატიურად მოქმედებს.
მშრალი თვალის სინდრომი, ქვედა კიდურების შეშუპება და ვენების პრობლემა, მაჯის, მხრის, კისრის, ზურგისა და წელის ტკივილები - კომპიტერთან მჯდომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანის თანმდევი პრობლემებია.
გამოსავალი არის ის, რომ სამსახურის შემდეგ მაინც შეძლოთ, ივარჯიშოთ, ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რომ თქვენი სხეული ტონუსში მოვიდეს.
არც მუშაობის პროცესში უნდა დაიზაროთ - წამოდგეთ რამდენიმე წუთი გაიარ-გამოიაროთ, პატარა ვარჯიშები გააკეთოთ.
გამოიყენეთ სათვალე და ხელოვნური ცრემლი ეკრანთან მუშაობისას.
შესაძლოა, თქვენი სამსახური არ გთავაზობდეთ იდეალურ პირობებს, მაგრამ ერგონომიული ნივთების მრავალფეროვნება შეინიშნება ბაზარზე.
შეგახსენებთ, ერგონომიკა ეს მეცნიერებაა, რომლის მიზანიც ტექნიკის გამარტივებაა, რათა ის მაქსიმალურად მოერგოს ჩვენს სამუშაო პროცესსა თუ ყოფა-ცხოვრებას.
პრობლემები იწყება, მაგალითად, სამუშაო სკამით, რომელიც ყველასათვის ერთნაირი ვერ იქნება.
აუცილებლად აწიეთ ის, თქვენი იდაყვები უნდა ელაგოს მაგიდაზე და ქმნიდეს 90 გრადუსიან კუთხეს. შემოალაგეთ ფეხები სიმაღლეზე, შემდეგ მონიტორის ჯერია, ისიც უნდა აწიოთ.
გაშალეთ მკლავი მონიტორის მიმართულებით და ასე გადაზომეთ მანძილი, რომელიც მისგან უნდა გაშორებდეთ.
სადამდე უნდა ავწიოთ მონიტორი?
მისი სიმაღლე თქვენი თვალის გასწვრივ უნდა მთავრდებოდეს.
თუ ამის საშუალებას არ იძლევა თქვენი კომპიუტერი, შემოდგით ის წიგნზე ან რაიმე მყარ ნივთზე.
მაუსი
რაც შეეხება მაუსს, ამოძრავეთ მხოლოდ თქვენი იდაყვი მისი მოძრაობისას და არა მხარი. ტელეფონი დადგით მარცხენა მხარეს.
გამოიყენეთ ყურსასმენები და რაც მთავარია, გააკეთეთ მჯდომარე ვარჯიშები.
გორგოლაჭებიანი მაუსი კი დაგავიწყებთ დაჭიმულ ხელს, მკლავს, მაჯას, მხარსა და კისერს. ის მოძრაობს ორივე მხარეს.
როგორც ჰორიზონტალურად, ისე ვერტიკალურად.
კლავიატურა
დღეს შექმნილია არაერთი უცნაური ფორმის კლავიატურა, რომელიც მაჯაზე დატვირთვას ამცირებს.
ასეთ კლავიატურაზე მაჯა ისეთ პოზიციაში ფიქსირდება, როგორშიც სიარულისას ან დგომისას.
შესაბამისად, დაღლას, დაჭიმულობას და ტკივილს აგარიდებთ თავიდან.
ასევე, არსებობს კლავიატურა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, ეს საშუალებას გაძლევთ, ხელები სასურველ სიგანეზე გაშალოთ - მოსახერხებელია, არ დაგეღლებათ მაჯები და რაც მთავარია, ძირითადი ღილაკები ორივე მხარეს აქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ, აუცილებელია, სამსახურში საკუთარ თავს შესაბამისი კომფორტი შეუქმნათ შეძლებისდაგვარად, რათა თავიდან აირიდოთ რიგი დაავადებები.
მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც დღის უმეტესობას მჯდომარე ატარებს, დაახლოებით, 10-20%-ით ზრდის გულის დაავადებების განვითარებისა და სიკვდილიანობას რისკს.
კვლევებმა აჩვენება, რომ ისეთ ოფისებშც კი, სადაც მოძრავი მაგიდაა, მას არავინ იყენებს და ფეხზე მდგომი არავინ მუშაობს დღის გარკვეული მონაკვეთი, მაშინ, როცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
უსიამოვნო პრობლემები რომ ავიცილოთ და ჯასნაღი ორგანიზმი რომ შევინარჩუნოთ, უნდა იმოძრაოთ მეტი, ამასთანავე ოფისში მომუშავე თითოეული პირისათვის უნდა იყოს ერგონომიული ტექნიკა ხელმისაწვდომი.
mkurnali.ge