სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა
სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 პირი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
აღნიშნული შემთხვევა ჭავაჭავაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებულები გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმების ინფორმაციით, 2 პირის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც PIA.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.