თეგებით ძიება

ბათუმის ზოოპარკი - ცხოველთა თავშესაფარი თუ ციხე?!

უფროსებისგან მსმენია, რომ ბათუმს შესანიშნავი ზოოპარკი ჰქონდა, მაგრამ დღეს სამწუხაროდ ასე აღარ არის.

ვფიქრობ საყურადღებოა ის ფაქტიც რომ თუ კი მაგალითად, თბილისში გამოიყო ცალკე ტერიტორია, სადაც ცხოველები უფრო თავისუფლად ცხოვრობენ დიდ ვოლიერებში და არა ციხეში, რატომ არ შეიძლება მეტი კომფორტი შეიქმნას ბათუმის ზოოპარკშიც?!

ნუთუ ამის შესაძლებლობა ჩვენს ქალაქში არ არსებობს, თანაც მაშინ, როდესაც ზოოპარკის ადმინისტრაციაც არ მალავს იმას, რომ დღეს „ ბათუმის ზოოპარკი ცხოველებისაგან დაცლილი საკნებია, სადაც ცხოველები კი არ ცხოვრობენ იხოცებიან“.

ბათუმის ზოოპარკი - ცხოველთა თავშესაფარი თუ ციხე?!


აღნიშნული პრობლემები ბათუმის ზოოპარკში 2017 წლიდან არსებობს.



ზოოპარკის მცირე სივრცეში ცხოველები მეტლახზე ცხოვრობენ, ხოლო ჩაკეტილი ვოლიერები, ცხოველებს "ამოსუნთქვის" საშუალებას არ აძლევს. ისინი ვერ ხედავენ ცას, ვერ გრძნობენ, როგორი ამინდია, გარეთ, ყველივე ამას კი ემატება ის გარემოება, რომ ცხოველებს არ აქვთ გადაადგილების მინიმალური საშუალებაც და ეს პრობლემა დღითი დღე უარესდება.



პრობლემის გასაშუქებლად ზოოპარკში მისულს, არავინ დამელპარაკა. არავის გამოუთქვამს სურვილი მათი ხმა საზოგადოების ყურამდეც მისულიყო.

სწორედ ამიტომაცა, რომ როდესაც ზოოპარკში მიხვალთ, თქვენს თვალწინ საყვარელ ცხოველებს კი არა, გააფთრებულ არსებებებს დაინახავთ, რომელთაც ელემენტარული სუფთა ჰაერი მოენატრათ და თითქოს მათი თვალები გეუბნება, მომეხმარე მიშველე, მომეცი არსებობის საშუალება, უკეთეს სივრცეში.



ზოოპარკი, ხომ არ არის ისეთი ადგილი, რომლიც მხოლოდ ადგილობრივებისთვის არის და იქნება მიმზიდველი, ის თავისუფლად შეიძლება გახდეს ტურისტებისათვის, მიმზიდველი და სანახავი ადგილი, როგორც ეს ადრე იყო. შესაბამისად თუ მოგვარდება აღნიშნული პრობლემა, ჩვენ გადავარჩენთ ცხოველებს და ზოოპარკს მივცემთ ახალი სიცოცხლის საშუალებას, რითაც ბათუმს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი შეემატება.

ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა