თეგებით ძიება

როგორ გამოიყურებოდნენ მეცნიერები, ვისი სახელიც დაერქვა სამედიცინო აღმოჩენებს


1882 წლის მარტში ბერლინში, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა განაცხადა, რომ ტუბერკულოზის გამომწვევი ჩხირი აღმოაჩინა. ერთი წლის შემდეგ მან აღმოაჩინა ქოლერას გამომწვევი ვიბრონი. 1905 წელს კოხს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.

სამედიცინო აღმოჩენების შესახებ, რომლებმაც მეცნიერების სახელი დაერქვათ, ჩვენს მასალაში გაეცნობით.



კოხის ჩხირი


როგორ გამოიყურებოდნენ მეცნიერები, ვისი სახელიც დაერქვა სამედიცინო აღმოჩენებს


კოხის ჩხირი არის სპეციალური ტიპის მიკრობაქტერია რომლებიც რობერტ კოხმა გამოყო 1882 წლის 24 მარტს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სწორედ ეს დღე ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ გამოაცხადა. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის(იგივე ციმბირის წყლული)ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები.


რენტგენი




რადიოლოგიის ისტორია დაიწყო 1895 წელს, როდესაც გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა, რომელიც მუშაობდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში, დაარეგისტრირა ფოტოგრაფიული ფირფიტის დაბნელება რენტგენის გამოსხივების ზემოქმედებით. იმავე მეცნიერმა აღმოაჩინა ის ფაქტი, რომ როდესაც რენტგენის სხივები ქსოვილში გადის, ფირფიტაზე ჩონჩხის გამოსახულება იქმნება. შედეგად, პირველი რენტგენი 1896 წელს გადაიღეს.

დღეისთვის რენტგენოგრაფია გამოიყენება უამრავი დაავადებების დიაგნოზირებისათვის.


ალცჰეიმერი




დემენციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა პირველად აღწერა გერმანელმა ფსიქიატრმა ალოის ალცჰეიმერმა 1907 წელს. მოკლევადიანი მეხსიერების პროგრესული აშლილობის გარდა, ნევროლოგმა ხაზი გაუსვა სხვა სამედიცინო პრობლემებსაც, ესაა: ალკოჰოლური ფსიქოზი, ეპილეფსია, ტვინის სიფილისი, ტვინის ატროფია და მრავალი სხვა დაავადება.

ალოის ალცჰეიმერმა დაწერა უამრავი სტატია ყველაზე გავრცელებული პრობლემების, სინდრომების და დაავადებების შესახებ. გამოჩენილმა მეცნიერმა უდიდესი წვლილი შეიტანა ნერვული სისტემის პათოლოგიების შესწავლაში. ცნობილი დაავადების გარდა, ალცჰეიმერისა და მისი კოლეგის ნისლ ფრანცის საპატივსაცემოდ დაარქვეს ნეიროსიფილისის კიდევ ერთი ფორმას - ნისლ-ალცჰეიმერის ნეიროსიფილისი.


ბეხტერევის დაავადება(მაანკილოზებელი სპონდილიტი)




სახსრების ქრონიკული დაავადება ანუ ბეხტერევის დაავადება კონცენტრირებული სახსრებში, ხერხემლის სახსრებში და ზოგიერთ რბილ ქსოვილებში, შეიძლება გართულებების უზარმაზარი პროვოცირება მოახდინოს.ხდება ხერხემლის იოგების გაძვალებაც. საბოლოოდ შესაძლოა ხერხემალმა სრულიად დაკარგოს დრეკადობა და ერთიან ძვლად გარდაიქმნას.მაანკილოზებელი სპონდილიტი ძირითადად მამაკაცებს აქვთ, მაგრამ XXI საუკუნეში დაავადების გამოვლენის სულ უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება ქალებში.


დაუნის სინდრომი





გენომის ერთ-ერთი პათოლოგია, რა დროსაც სხეულში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომაა.

დაუნის სინდრომს აქვს ყველაზე თვალშისაცემი ფიზიკური გამოვლინება. სინდრომი იწვევს დამახასიათებელ გარეგან ფიზიკურ მახასიათებლებს. დაავადება პირველად აღწერა ჯონ დაუნმა 1866 წელს, ხოლო 1959 ფრანგმა გენეტიკოსმა ჯერემი ლეჟერმა პირველად აღწერა, როგორც ქრომოსომული ანომალია. ჯონ დაუნის შემოღებულია ტერმინი მონღოლიზმი, რომლითაც ის აღწერდა ამ სინდრომის მქონე ადამიანებს. ასეთი რასისტული მიდგომა გაგრძელდა 1965 წლამდე, როცა მონღოლმა დეპუტატებმა თხოვნით მიმართეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციას ტერმინი ამოეღოთ ხმარებიდან


ურბახ -ვიტეს დაავადება



უიშვიათესი გენეტიკური დაავადება, რა დროსაც ადამიანს სრულიად უქრება შიშის გრძნობა ა, ოგდალას ფუნქციის მოშლის გამო.ეს საშინელი ნევროლოგიური და დერმატოლოგიური დაავადება აღმოაჩინეს 1908 წელს ექიმებმა ერიკ ურბახმა და კამილო ვიტემ.

intermedia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა