რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი
რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და რა სიმპტომები ახასიათებს მას?
ვერტებრო-ბაზილარული არტერიული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც თავის ტვინის ფუნქციონირებაზეა ისახება ხერხემლისა და ბაზილარულ არტერიებში სისხლის მიმოქცევის დარღევის გამო.
ვერტებრობაზილაური უკმარისობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილის მიზეზი მუცლადყოფნის ან მშობიარობის დროს მიღებული ტრავმები და ანომალიებია. შეძენილი ფორმის მიზეზები კი არის ისეთი პათოლოგიები, რომლებიც არღვევს სისხლის ნორმალურ გადინებას თავის ტვინისკენ მიმავალ არტერიებში.
ეს პათოლოგიებია:
ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმები ან ოსტეოქონდროზი
თავის ტვინისკენ მიმავალი სისხლძარღვების ათეროსკლეროზი
ხერხემლის ან ბაზალური არტერიის თრომბოზი
ჰიპერტონული დაავადება
ვერტებრო-ბაზილარული არტერიების შიგნითა კედლის აშრევება
შაქრიანი დიაბეტი
სისხლძარღვთა განვითარების ანომალიები
ამ სინდრომის გამომწვევი მიზეზი ხშირ შემთხვევაში კისრის ოსტეოქონდროზია.
ვერტებრობაზილარული სინდრომის დროს პაციენტები უჩივიან:
ყურების შუილს,
თავის ტკივილს, რომელიც უმთავრესად კეფის მიდამოშია ლოკალიზებული,
გარემომცველი საგნების ბრუნვის შეგრძნებას,
იშვიათად - საკუთარი სხეულის გადაქანების შეგრძნებას,
თვალწინ "მუქი ფირების" არსებობას.
დამახასიათებელია აგრეთვე:
გულისრევა,
ღებინება,
სლოკინი,
სახის გაფითრება,
არცთუ იშვიათად შეინიშნება მხედველობის გაორება,
სმენის ფუნქციის დარღვევა,
მოძრაობის კოორდინაციის უმნიშვნელო დარღვევა.
საშიშროება
დაავადების ყველაზე დიდი საშიშროებაა ინსულტი, მყარი ნევროლოგიური დეფიციტი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის შემთხვევაში და თანამედროვე, სრული მკურნალობის პირობებში დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია.
იმ პაციენტებში, რომლებსაც ხერხემლის კისრის მიდამოს პათოლოგიები აქვთ, მნიშვნელოვან სიმპტომად მიიჩნევა მოულოდნელი წაქცევა და უმოძრაობა გონის დაუკარგავად სხეულის მობრუნებისა და თავის უკან გადაწევის დროს.
შესაძლოა, რამდენიმე სიმპტომმა ერთდროულად იჩინოს თავი.
თავის ტვინის მდგომარეობის შესაფასებლად და სისხლძარღვოვანი ვიზუალიზებისთვის, გამოიყენება ისეთი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, როგორიცაა:
თავის ტვინის სისხლძარღვების დუპლექსსკანირება;
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია;
კომპიუტერული ტომოგრაფია;
სისხლში ქოლესტერინის დონის განსაზღვრა;
გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.
პირველადი სამედიცინო დიაგნოსტირება ნევროლოგის პრეროგატივაა. მკურნალობა ინიშნება მიზეზის შესაბამისად.
ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე კლინიკაში მკურნალობს. როგორც კალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, მას ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია დაუდასტურდა.