თეგებით ძიება

სავარაუდოდ, შვილმა მოკლა - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ მკვლელობაზე

ქალი, რომლის ცხედარი თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე იპოვეს, სავარაუდოდ, საკუთარმა შვილმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2-", მეზობლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევას, სავარაუდოდ, წინ კონფლიქტი უძღოდა. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის ერთ-ერთ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

შეგახსენებთ, 85 წლის ქალის ცხედარი დღეს თბილისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლებმა ნახეს, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა