თეგებით ძიება

მწვანე ჩაის კიბოს წინააღმდეგ - რა დაამტკიცეს ონკოლოგებმა?

მეცნიერებმა მწვანე ჩაიში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელსაც შეუძლია კიბოს უჯრედების განადგურება. აღნიშნული ნივთიერებები აიძულებენ კიბოს უჯრედებს p53 ცილის მოლეკულების წარმოებას. ცნობილია, რომ p53 გენი მართავს ცილის წარმოებას, რომელიც პასუხისმგებელია უჯრედის თვითგანადგურებაზე იმ შემთხვევაში, თუ მის დნმ-ში სერიოზული დაზიანებები ჩნდება.

ამ გენში მუტაციის შედეგად ჩნდება მრავალი სიმსივნე, რომელიც ქიმიოთერაპიის მიმართაც მდგრადები არიან. ზოგჯერ p53 გენი არ ზიანდება, მაგრამ მისი აქტივობა დნმ-ის სხვა უბნებში მუტაციის გამო ქვეითდება. ეს მაგალითად შეიძლება მოხდეს MDM2 გენში მუტაციისას, რომელიც იცავს ჯანრმთელ უჯრედებს შემთხვევითი სიკვდილისაგან. მეცნიერები შეეცადნენ დაედგინათ, როგორ შეიძლება მოხდეს განმეორებით, p53 აქტივაცია და სხვა გენების დათრგუნვა, რომ ამან გამოიწვიოს კიბოს უჯრედების სიკვდილი.

რანსელერის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ამაში დაეხმარებათ EGCG (გალატ ეპიგალოკატექინი), რომელსაც შეიცავს მწვანე ჩაის ფოთლები. ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც თრგუნავს ანთებას. დადგინდა, რომ EGCG მოლეკულები აქტიურად უერთდებიან p53-ს. შედეგად, ცილა აქტიურდებოდა და კიბოს უჯრედები კვდებოდა - p53 კიბოს უჯრედებში თვითგანადგურების მექანიზმს უშვებდა.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა