სოფელ ჩუმლაყში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, სამაცივრე მეურნეობა დაწვეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ე. წ კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის სამაცივრე მეურნეობა დაწვეს.
თვითმხილველის განცხადებით, თითქმის მთლიანად განადგურებულია ხილის შესანახი საწყობები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მომხდარი, სავარაუდოდ, 25 მარტს მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც ბიძაშვილმა ტურიაშვილებმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ბადუაშვილის მისამართით ისროლეს, რა დროსაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადუაშვილთან ერთად მყოფი სამი ადამიანი მძიმედ დაიჭრა.