თეგებით ძიება

ქუთაისში უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა


ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა.

მათი განცხადებით, რამდენიმე თვეა, მათ ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც პროტესტის ნიშნად ერთი თვეა მუშაობაზე უარს აცხადებენ. დღეს კი ანაზღაურების მოთხოვნით, დამქირავებელი კომპანიის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ.

მათი თქმით, ისინი კომპანიებმა „დე ტე ინჟინერინგმა“ და „დეკონმა“ დაიქირავა და ხელფასებთან დაკავშირებით პერიოდულად ხარვეზები აქვთ. ხელფასის დაგვიანების ფაქტს ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ გარკვეული პრობლემა შეიქმნა და დავალიანება ერთ კვირაში დაიფარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა