სპორტის სასახლესთან პოლიციაა მობილიზებული - დაჭრილია ერთი პირი
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კოსტავას ქუჩაზე დაჭრილია ერთი პირი.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ტერიტორიაზე სისხლის კვალიც აღინიშნება.
შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, მომხდარზე გამოძიება 118-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.