ნიკა მელიას გირაოს უხდიან
ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ორგანიზაციამ "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრი" და მისმა თავმჯდომარემ, ბესიკ ბოგველმა "ნაცმოძრაობის" თვმჯდომარისთვის შეფარდებული გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა.
"დღეს პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიღებულ იქნა წერილი "ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის" ხელმძღვანელის, ვინმე ბესიკ ბოგველის მიერ გადმოგზავნილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად ბესიკ ბოგველმა გამოთქვეს მზადყოფნა გადაეხადათ გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით. მინდა ერთმნიშვნელოვნად დავაფიქსირო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის მიუღებელი და მეტიც - საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლთან,"- ამბობს ნიკა მელიას ადვოკატი.
ადვოკატის განმარტებით, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფართებული აღვკეთის ღონისძიება დაპატიმრება, რომელი გადაწყვეტილებითაც 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გირაო, არის ანულირებული.
"მინდა საზოგადოების საყურადღებოდ განვმარტო, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როგორც პროკურატურა, ასევე "ქართული ოცნების" ხელმძღვანლეობა საზოგადოებაში ავრცელებენ მესიჯს, რომ ნიკა მელიას შეუძლია ნებისმიერ დროს გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ეს არის ტყუილი და ხელისუფლების მიერ გამოყენებული პროპაგანდა, განსაკუთრებით, უცხოელი პარტნიორების გასაგონად. მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ დღეის მდგომაროებით, ნიკა მელიას აქვს სასამართლოს მიერ შეფართებული აღვკეთის ღონისძიება დაპატიმრება, რომელი გადაწყვეტილებითაც 3 ნოემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება გირაო, არის ანულირებული. შეუძლებელია ნებისმიერი პირის და ისევე, როგორც დიდი სურვილის არსებობის სემთხვევაში, ნიკა მელიას მხრიდან, გირაოს გადახდა როგორც ტექნიკური, ასევე სამართლებრივი საფუძველით. ნიკა მელიას შეფართებული აქვს დაპატიმრება. პირდაპირ ვსვამ კითხვას - როდესაც თქვენ აცხადებთ, რომ ნიკა მელიას შეუძლია გადაიხადოს გირაო და გათავისუფლდეს იმავე წუთას საპატიმრობიდან, გთხოვთ, მიგვითითოთ, რომელი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გაკეთდეს, რამდენი უნდა გადაიხადოს?", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.