თეგებით ძიება

„ნაცმოძრაობა“ წერილს წამოეგო“ – ბესიკ ბოგველი ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას არ აპირებს

"სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძე „პრაიმტაიმთან“ მისი თანაპარტიელის, ბესიკ ბოგველის შესახებ ყვება და აცხადებს, რომ მას „ნაცმოძრაობის“ მხილება სურდა, რაც გამოუვიდა.

ბოგველი ის პირია, რომელმაც ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, მელიას გირაოს გადახდის მზაობა გამოთქვა და შესაბამისი განცხადებით პროკურატურას მიმართა.

„ბესიკ ბოგველს აქვს სურვილი ინდივიდუალურად კიდევ ერთხელ ამხილოს, რომ ქვეყანაში არის ხელოვნური დაპირისპირება. მას სურდა კიდევ ერთხელ დემონსტირება მოეხდინა, რომ რუსული თამაშია ამ მოლაპრაკებების ჩაშლა. რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, „ნაცმოძრაობამ“ თვითონვე ამხილა საკუთარი თავი“,- განაცხადა გიორგაძემ.

– ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, ბატონმა ბესიკმა მზაობა გამოთქვა და ოფიციალურად მიმართა პროკურატურას, მელიას გირაოს თანხის, 40 ათასი ლარის დაფინანსების შესახებ. რატომ გამოთქვა მან დაფინანსების სურვილი და საიდან აქვს ამდენი თანხა?

– რომ არ აქვს, ამაშია საქმე. ის მელიას არაფერს უხდის. ამ წერილს წამოეგო „ნამოძრაობა“. მან რა უნდა გადაიხადოს, რაც არ აქვს.

წერილში იყო საუბარი, ხომ არ ვიფიქროთ გირაოს გადახდაზე და არა იმაზე, რომ მე თქვენ თანხას გადაგიხით. პროკურატურაში განცხადება შეტანილი არ არის. მან წერილი მხოლოდ „ნაცმოძაობას გაუგზავნა.

– რატომ გამოთქვა გირაოს გადახდის ინიციატივა?

– რადგან კიდევ ერთხელ ემხილებინა „ნაცმოძრაობა“, რომელმაც თავისდაუნებურად, ამხილა საკუთარი თავი. ძალიან საინტერესო იყო წერილზე „ნაცმოძრაობის“ პასუხი – ის, რომ არაფერ შუაში არ არის გირაო და ამავე განცახდებაში საკუთარი აზრის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთეს, რომ მელია არ იხდის გირაოს. პარტია უკვე მხილებულია.

primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა