რუსუდან კერვალიშვილი პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს
4-წლიანი პატიმრობის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ამხანაგობა „თაბუკაშვილი 88-ის“ ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წელს მიესაჯა.
რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, შეფარდებული 7-წლიანი სასჯელიდან მას უკვე 4 წელზე მეტი მოხდილი აქვს . კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს ამნისტიის აქტი შეეხო, მაგრამ საპატიმროს დატოვებაზე მას დაზარალებულთა თანხმობა სჭირდება.
მაია რჩეულიშვილს თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ედება ბრალი. საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს.