თეგებით ძიება

როგორ გავიწმინდოთ ფილტვები - ვარჯიში, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები და ორთქლით თერაპია

თამბაქოს კვამლი, გამონაბოლქვი და სხვადასხვა ტოქსინი - ჩვენს ფილტვებს ძლიერ აზიანებს. ფილტვების წმენდა განსაკუთრებით მწეველ ადამიანებს ესაჭიროებათ, ასევე ქრონიკული რესპირატორული დაავადების მქონე პირებს, მაგალითად, ასთმიანებს.


ჯანმრთელი ფილტვები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.


არსებობს სპეციალური ტექნიკა, რომელიც ლოწროვანისგან ფილტვებს გაათავისუფლებს, ასევე გაღიზიანებულ ორგანოს დაამშვიდებს, გახსნის ზედა სასუნთქ გზებს და ანთების რისკს შეამცირებს.



ორთქლით თერაპია


ორთქლის ინჰალაცია გულისხმობს წყლის ორთქლის გამოყენებას სასუნთქი გზების გასახსნელად და ლოწროს გამოსადევნად.

ჩატარებული მცირე კვლევებით დასტურდება, რომ ორთქლის თერაპია გულისცემასა და სუნთქვის სიხშირეზე დადებითად მოქმედებს.


თუმცა, აღნიშნულ თერაპიას ხანმოკლე შედეგი აქვს.


ჭარბი ლორწოსგან ფილტვები შეგიძლიათ შემდეგი ვარჯიშებით გაიწმინდოთ:

N1

როგორ გავიწმინდოთ ფილტვები - ვარჯიში, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები და ორთქლით თერაპია


• ზურგით დაწექით(იატაკზე, ან საწოლზე)

• დაიდეთ ბალიშები თეძოს ქვეშ. დარწმუნდით, რომ მკერდი უფრო დაბლაა, ვიდრე თეძოები

• ნელა შეისუნთქეთ ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. თითოეული ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე ხანგრძლივი უნდა იყოს. სუნთქვის ამ ტექნიკას „1:2 სუნთქვა“ ეწოდება

• სუნთქვითი ვარჯიში 5

წუთის განმავლობაში გააგრძელეთ


N2


• დაწექით ერთ მხარეს. თავი მკლავზე, ან ბალიშზე დადეთ

• მოათავსეთ ბალიშები თეძოს ქვეშ

• გააკეთეთ ანალოგიური სუნთქვითი ვარჯიში 5 წუთის განმავლობაში ორივე მხარეს


N3


• დაალაგეთ ბალიშები იატაკზე

• დაწექით ბალიშებზე მუცლით. დაიმახსოვრეთ, თეძოები მკერდს ზემოთ უნდა იყოს

• ხელები თავზე შემოიწყეთ

• გააკეთეთ სუნთქვითი ვარჯიშები, 5 წუთი


მწვანე ჩაი


მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ის ამცირებს ფილტვის ანთების განვითარების რისკს.

მას თამბაქოს კვამლის ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს.

ადამიანებს, რომლებიც დღეში 2 ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევენ, ფილტვების უკეთესი მდგომარეობა აქვთ.


სასუნთქი გზების ანთება სუნთქვის გაძნელებას იწვევს.

იმისათვის, რომ ანთების სიმპტომები შეიმსუბუქოთ და შეამციროთ მისი განვითარების რისკი, მიირთვით ანთების საწინააღმდეგო პროდუქტები:


• კურკუმა

• ალუბალი

• მოცვი

• ზეთისხილი

• კაკალი

• ლობიო

• ოსპი
mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა