როგორ არ უნდა მოვიქცეთ თუ ჩვილს სიცხემ აუწია
ხშირად ბავშვებს ტემპერატურა უეცრად მაღლა ეწევათ. ეს ფაქტი კი ახალბედა დედებს ძალიან ანერვიულებს. სტრესის გამო კი ზოგ ემოციურ მშობელს ავიწყდება ყველაფერი, ღელავს და იწყებს ახლობლებსა და ნათესავებში რეკვას რჩევის მისაღებად, ან ეძებს სახლში ყველა შესაძლო წამალსა და საშუალებას რასაც კი შეუძლია მაღალ ტემპერატურასთან გამკლავება.
ინსტრუქციაში მითითებული რჩევები, დაგეხამრებათ თქვენ და თქვენს პატარას დაამარცხოთ მაღალი სიცხე.
1. არ ანერვიულდეთ, ეცადეთ მშვიდად შეხვდეთ ამ მოვლენას. არ იჩქაროთ, რომ ტემპერატურა უცებ დააგდოთ 38,5° _ზე დაბლა. ეს ტემპერატურა იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი ებრძვის ინფექციას, ხოლო თვითონ მომატებული ტემპერატურა საჭიროა ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის მექანიზმების ეფექტურად მუშაობისთვის.
2. ბავშვის მკურნალობა არ შეიძლება ასპრინითა და ანაგლინით.
3. არ გირჩევთ ბავშვი გაახვიოთ ერთდროულად ათ გადასაფარებელში. ოთახში უნდა იყოს ცოტა სიგრილე და შენობა აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს კარგად. გახსოვდეთ, რომ ბავშვებს არ აქვთ სრულად ჩამოყალიბებული ორგანიზმის თერმორეგულაციის სისტემა.
4. არ დაასველოთ (გაჟღინთოთ) ბავშვი სპირტით ან ძმრით. ეს არის შხამი ბავშვისათვის.
5. გახსოვდეთ, რომ სიცხის წამალი, როგორც წესი მოქმედებს ნახევარი საათის შემდეგ. არ იფიქროთ, რომ წამლის მიცემის შემდეგ ტემპერატურა უეცრად ჩამოვა 36,6 °С- ზე. ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ პრეპარატების ანოტაცია რასაც მისცემთ პატარას, თავისი უკუჩვენებებთან ერთად.
6. არ შეიძლება ბავშის სხეულს მიადოთ ცივი ნივთები, ტემპერატურის დაწევის მიზნით, ამან შეიძლება სისხლძარღვების სპაზმი გამოიწვიოს.
7. თუ მაღალი ტემპერატურის ქონის დროს, ბავშვის სახე ფერმკრთალია, ტერფები და ხელები კი ცივი, ეს არის ციებ-ცხელების ნიშანი და სპაზმი. ასეთ დროს აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, ხოლო მათ მოსვლამდე ხელები და ფეხები დაუსრისეთ თბილი ხელით, ეს საჭიროა რომ სპაზმმა გადაიაროს. გამორიცხეთ ყველანაირი ხერხი, რომ ფიზიკური ძალდატანებით დაუგდოთ მას ტემპერატურა.
8. კიდევ ერთხელ, როცა პატარას აქვს სიცხე, აუცილებლად აიყვანეთ თავი ხელში, არ ჩავარდეთ პანიკაში. იმოქმედეთ რაციონალურად და გამოიყენეთ მხოლოდ ის ხერხები, რომლებიც აპრობირებულია და უსაფრთხოა პატარისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას.