თეგებით ძიება

რა არ უნდა გავაკეთოთ გაციების დროს – გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ზოგს ჰგონია, რომ კორონავირუსი აქვს და რეალურად, გაციებულია. რა უნდა ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, ან არ უნდა გავაკეთოთ. ყველაფერი მარტივია. გთავაზობთ, ექიმ გიორგი ღოღობერიძის რჩევა-რეკომენდაციებს.

„გაციება ცნობილია, როგორც მწვავე ვირუსული ნაზო-ფარინგიტი. ეს არის დაავადება, რომლის დროსაც ცხვირის და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება ხდება. ამას 200-ზე მეტი ვირუსი იწვევს. აქედან, ყველაზე ტიპური ვირუსი, რომელიც გაციებას იწვევს, ცხვირის ვირუსი – რენოვირუსია. შეხვდები გაციებულს და კონტაქტიდან 2 დღეში ნიშნები შენც გივლინდება. ხასიათდება კლასიკურად, ახლავს სურდო, ცხვირის სიწითლე, ცხვირი შეგუბებული გაქვს. გარდა ამისა, ყელი გტკივა და ხმაც შეცვლილი გაქვს. შეიძლება გქონდეს ხველა და ცემინებაც.

როგორ ვებრძოლოთ გაციებას – ამის წინააღმდეგ ყველაზე კარგი გზა არის, გაციებულთან კონტაქტის შემდეგ ხელების კარგად დაბანა.

დაინფიცირების შემთხვევაში – თუ სითხე გექნებათ და ეს შემაწუხებელი იქნება, ამ შემთხვევაში გაოიყენეთ 2 მედიკამენტი – იბუპროფენი და აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი. რომელია აქედან ყველაზე ეფექტური – იბუპროფენი, რაც შეეხეპა პარაცეტამოლს, გაციების დროს მისი ეფექტი ცნობილი არ არის.

არ გამოიყენოთ ხველის საწინააღმდეგო საშუალებები. თანხას ტყუილად დახარჯავთ, თან არ გრძელება დიდხანს, 7-10 დღე.

ზოგიერთი ცხვირის დეკონგესტანტებს იყენებს, მათი ეფექტურობა ძალიან დაბალია, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს თუთია. (თუთიის აცეტრატი, თუთიის გლუკონატი) გაციების ნიშნების დაწყებიდან პირველ 24 საათში თუთიის მიღებით სამი რამ მოხდება: შემცირდება დაავადების სიმძიმე მესამედით, შემცირდება დაავადების ხანგრძლივობა 1-2 დღით და გარდა ამისა, აღარც დაგჭირდებათ სხვა მედიკამენტების გამოყენება.

გაციების დროს ანტიბიოტიკების გამოყენება სისულელეა – ფული ამაში არ გადაყაროთ. უფრო მეტი ზიანია, ვიდრე სარგებელი, რადგან გაციებას ვირუსი იწვევს და არა ბაქტერია.

C-ვიტამინი ავადობის ხანგრძლივობას სულ ოდნავ ამცირებს, მაგრამ სიმძიმეს არ ცვლის და სხვა ეპიზოდებისგან არ გვიცავს.

საბოლოოდ, თუ გაციებული ხართ ან საერთოდ არაფერს სვამთ და ეს ძალიან კარგი გამოსავალია, ან თუ საზოგადოებაში ხართ და არ გინდათ ხელსახოცის ხშირი გამოყენება, მიიღეთ თუთია და სიცხის შემთხვევაში იბუპროფენი“, – ამბობს ღოღობერიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა