თეგებით ძიება

სპაგეტი ხორცის სოუსით

სპაგეტი უგემრიელესი სოუსით – შესანიშნავი სადილი, რომელსაც ხშირად მოამზადებთ ხოლმე


რეცეპტის ინგრედიენტები:

450 გრამი სპაგეტი
450 გრამი საქონლის ხორცის ფარში
ახლად დაფქული შავი პილპილი
1 თავი დაჭრილი ხახვი
1 ჩ/კ გამხმარი ორეგანო
800 გრამი დაჭყლეტილი პომიდორი
1/2 ჭიქა გახეხილი პარმეზანი

ზეითუნის ზეთი
მარილი
2 კბილი დაკეპილი ნიორი
1/4 ჭიქა წითელი მშრალი ღვინო
1 ს/კ ტომატი
3/4 ჭიქა სქელი ნაღები
რეჰანი მოსართავად

რეცეპტის მომზადების საფეხურები:

წყალი დიდ ქვაბში აადუღეთ, დაამატეთ მარილი და სპაგეტი მოხარშეთ. 1 ჭიქა ნახარში წყალი გადაინახეთ.

საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში ზეითუნის ზეთში შებრაწეთ ფარში, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გადმოდგით გაზქურიდან და ფარში თეფშზე გადაიტანეთ. ამავე ქვაბში მოათავსეთ ნიორი და ხახვი, თუშეთ 3–5 წუთით. მოასხით ღვინო, დაუმატეთ ორეგანო და ტომატი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით.

დაუმატეთ გახეხილი/დაჭყლეტილი პომიდორი და მომზადებული ფარში. წამოადუღეთ. შეურიეთ ნაღები.

დაუმატეთ გადაწურული სპაგეტი და კარგად აურიეთ. თუ კერძი მშრალი მოგეჩვენოთ დაუმატეთ გადანახული 1 ჭიქა ნახარში წყალი. მორთეთ ყველითა და რეჰანით.




kulinaria.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა