გახარია ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ - ნიკა მელია
ნიკა მელიამ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კობახიძე-გახარიას შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერი მისი პატიმრობის წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, დეპუტატები მას იმუნიტეტს არ მოუსხნიდნენ:
"კობახიძე რომ მოწმის სახით არ დაიბაროთ და არ დაკითხოთ, ეს ხომ თქვენ რეპუტაციას შებღალავს ხომ მინიმუმ? ამ საქმეზე ხომ ჭეშმარიტება დადგინდება? ამ ადამიანმა აღიარა, მე და გახარია შეთანხმებული ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვაო, თქვენ კიდევ განჩინება არ გქონდათ გამოტანილი.
რა თქმა უნდა, გახარიასაც ჰქონდა თავიდან თანხმობა მიცემული ჩემ დაკავებაზე და კობახიძესაც. ახლა რომ გამოდის ბატონი გახარია ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს, იგი წინააღმდეგი იყო ჩემი დაპატიმრების, ის ჩემი დაკავების წინააღმდეგი რომ ყოფილიყო, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ" - განაცხადა ნიკა მელიამ.