თეგებით ძიება

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?

COVID-19 ის პანდემიამ მთელი მსოფლიო უდიდესი სტრესის წინაშე დააყენა. სოციალურმა იზოლაციამ და ყოველდღიურმა უარყოფითმა ინფორმაციამ მაქსიმალურად გაზარდა სტრესის დონე თითქმის ყველა ადამიანში, რაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

სწორედ ამიტომ, საჭიროა თითოეულმა ჩვენგანმა შევიმუშავოთ სტრესის მართვის სტრატეგიები, ჩვენი ცხოვრების რუტინად ვაქციოთ და თავი დავაღწიოთ ყოველდღიურ სტრესორებს.

გთავაზობთ სტრესის მართვის რამდენიმე, აღიარებულ სტრატეგიას, რომელთა ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება ამცირებს სტრესის დონეს.

სტრესის მართვის სტრატეგიები:

• სტრესის მართვა იწყება სტრესორების ამოცნობით, რაც საკმაოდ რთულია, მოთავსდით მშვიდ გარემოში, თვალები დახუჭეთ, ღრმად ამოისუნთქეთ, იფიქრეთ და პასუხი გაეცით შემდეგ კითხვებს: დროებითია თქვენი სტრესი? როდის იგრძენი თავი მშვიდად? სტრესს შენი ცხოვრების ნაწილად თვლი? ვის აკისრებ პასუხისმგებლობას სტრესის აღმოცენებაში?

• აწარმოეთ დღიური, ჩაიწერეთ რა გაგრძნობინებთ თავს უძლურად, როგორ გრძნობთ თავს, როგორც ფიზიკურად ასევე ემოციურად, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ თავი უკეთ გეგრძნოთ?

• აიცილე სტრესორები- ისწავლე როგორ თქვათ „არა“ , აირიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტი, ვინც თავს უძლურად გაგრძნობინებთ, აკონტროლეთ თქვენი გარემო- თუ საღამოს სამსახურიდან მოსულს ახალი ამბები გსტრესავთ ტელევიზორი გამორთეთ და საყვარელ მუსიკას მოუსმინეთ

• არ ეცადო გააკონტროლო უკონტროლო სიტუაციები- ბევრი რამ ადამიანების კონტროლს არ ექვემდებარება, ფოკუსირდით იმაზე, რისი კონტროლიც შეგიძლიათ, გამოხატეთ თქვენი გრძნობები, გათავისუფლდით უარყოფითი ემოციებისგან, ისწავლეთ პატიება, ეს თავს უკეთ გაგრძნობინებთ.

• გამოყავით დრო გასართობად- ეს ძალიან მნიშვნელოვანია, დაუთმეთ საკუთარ თავს დრო, დაკავდი იმით, რაც სიამოვნებას გგვრით, ისეირნეთ ფეხით, მიიღეთ ხანგრძლივი აბაზანა, მეგობართან ერთად ყავა მიირთვით, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, უყურეთ კომედიური ჟანრის ფილმს.

• დაკავდით ჯანსაღი ცხოვრების წესით - იკვებეთ სწორად, მოიწესრიგეთ ძილი, შეამცირეთ შაქარი, ალკოჰოლი და კოფეინი.

• დაკავდით მედიტაციით ან იოგით, ესაუბრეთ თქვენს თავს, მოუსმინეთ შინაგან ხმას.


ავტორი: მარი ქავთარაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა