ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოაწყვეთ ორგიები - რობერტ სტურუა
რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ თეატრიდან წასვლა დაანონსა.
რობერტ სტურუას პოსტს, სადაც ის მსახიობ ბესო ზანგურის დაცვას შეეცადა და ნინუცა მაყაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა, საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. პოსტის კომენტარებში რეჟისორმა დაწერა, რომ თეატრიდან წასვლას აპირებს.
"ისედაც ვაპირებ წასვლას, მოდით და მოაწყვეთ ორგიები", - წერს სტურუა სოციალურ ქსელში.
ნინუცა მაყაშვილი ყოფილი მეუღლის მხრიდან ოჯახურ ძალადობაზე 11 წლის შემდეგ, პირველად ალაპარაკდა.
რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის ბრალდებას პასუხობს.
შესაძლო ძალადობაზე მსახიობი ნინუცა მაყაშვილი გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დაიბარა.
ზანგური ძალადობაში კიდევ ერთმა მსახიობმა ამხილა.
ბესო ზანგური მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას სამარცხვინოს უწოდებს.